ჰენრი კავილი ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგს ლიდერობს

ჰენრი კავილი ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგს ლიდერობს

ფილმში "ფოლადის კაცი" (Man of Steel) მთავარი როლის შემსრულებელი ჰენრი კავილი ჟურნალ Glamour-ის 2013 წლის 100 ყველაზე სექსუალური მამაკაცის რეიტინგს ლიდერობს.

ვამპირული საგა "ბინდის" ვარსკვლავი რობერტ პატინსონი ამჯერად რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ლიდერების სამეულში ასევე მოხვდა ფილმ "მშიერი თამაშების" (The Hunger Games) ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ლიამ ჰემსვორტი.

მეოთხე ადგილზე ბრიტანელი ტომ ჰიდლსტონი გავიდა, რომელიც "თორში" ლოკის როლს ასრულებს. ხუთეულს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს, რომელმაც ფილმ "მეხუთე მთავრობაში" (The Fifth Estate) WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი განასახიერა.

ახალგაზრდა პოპ-მომღერალმა ჰარი სტაილსმა მეექვსე პოზიცია დაიკავა. მეშვიდე ადგილზე ფილმ "თორში" თორის როლის შემსრულებელი კრის ჰემსვორტი გავიდა, მერვე ადგილზე კი იდრის ელბა, რომელმაც ფილმ "გრძელი გზა თავისუფლებამდე" სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას როლი შეასრულა. მეცხრე ადგილი მსახიობმა ჯეიმი კემპბელ ბაუერმა დაიკავა, რომელიც "ბინდში" ვამპირ კაიას როლს ასრულებს. ათეულს კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი ასრულებს, რომელიც შარშან რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებდა.

რეიტინგის პირველ "ოცეულში" ასევე მოხვდნენ მსახიობი ჯონი დეპი (14-ე ადგილი), ჩენინგ ტატუმი (17-ე) და რობერტ დაუნი-უმცროსი (20-ე).

Glamour-ის რეიტინგის პიეველი ათეული

1. ჰენრი კავილი

2. რობერტ პატინსონი 

3. ლაიმ ჰემსვორტი

4. ტომ ჰიდლსტონი

5. ბენედიქტ კამბერბეტჩი

6. ჰარი სტაილსი

7. კრის ჰემსვორტი

8. იდრის ელბა

9. ჯეიმი კემპბელ ბაუერი

10. ჯასტინ ბიბერი

მომზადებულია Glamour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება