"ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)

"ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)

"რაც შეეხება ხატია ბუნიათიშვილს, აქ შურის მომენტიც არის… თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ. არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ყველამ თავისი ნიჭიერებით გაიკაფოს გზა. შეჭამეს რა ეს გოგო." - ამბობს მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი - ნანა ქავთარაშვილი... მან ხატია ბუნიათიშვილთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე თავის მოსაზრება იტალიიდან გაგვიზიარა.

- საქართველოში კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანებიდან ხატია პირველია, ვინც თამამი ჩაცმულობით გვევლინება...

ნანა ქავთარაშვილი:

- ამიტომაც მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. მერე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ბევრი მიბაძავს. ეს გოგო კი ჯვარზე გააკრეს. აქ შურის მომენტიც არის. უფრო მუსიკოს გოგოებში გამოიწვია გაღიზიანება. ისინიც უდავოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ რადგან ხატია ძალიან ცნობილი გახდა, მის პოპულარობას სექსუალურობას აბრალებენ. ეს ხომ აბსურდია. თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ. არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ყველამ თავისი ნიჭიერებით გაიკაფოს გზა. შეჭამეს რა ეს გოგო. ბევრს ვწვალობთ და ზოგს უმართლებს, ზოგს არა. ბოღმიანებს კი საერთოდ არ უმართლებთ.

- ხატიასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის შემდეგ, შეიძლება იფიქრო, რომ საქართველოშიც კლასიკური მუსიკა მაშინ გახდება პოპულარული, თუ თამამი ჩაცმულობა და თამამი სცენები ხშირი იქნება...

- კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ, რომ მე პირადად მომწონს ხატიას ასეთი სტილი. როცა უკრავს, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და თან ჩაცმულობითაც ყურადღებას იქცევს. ყოველთვის ძალიან უხდება, რაც აცვია.

- ევროპაში თამამი სცენები საოპერო სპექტაკლებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა...

- სიშიშვლე საოპერო ხელოვნებაში მომრავლდა, მაგრამ მათ, ვინც ამ მეთოდს იყენებს, ძირითადად ხმები არა აქვთ და მაყურებლის ყურადღება გადააქვთ სიშიშვლეზე... ხატია ნიჭიერი გოგოა და სტილიც გამორჩეული აქვს. როგორი ჩაცმულიც არ უნდა გამოვიდეს და დაუკრას, მსმენელს მაინც მოხიბლავს... უბრალოდ ესეთი სტილი აირჩია, თან ეშხიანი, ლამაზი სხეული აქვს და სარგებლობს, ან რატომ არ უნდა ისარგებლოს?

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება