როგორ ფოტოებს გადაუღებდა იკა პირველი მაკა ჩიჩუას

როგორ ფოტოებს გადაუღებდა იკა პირველი მაკა ჩიჩუას

იკა პირველი ერთ-ერთია იმ ქართველი ფოტოგრაფებიდან, რომლის ფოტოებიც განსაკუთრებულად გამორჩეულია და მისი ინდივიდუალური ხედვა თითოეულ ფოტოში კარგად ჩანს. პროფესიით გეოგრაფია, იყო დრო, როცა ფოტოგრაფიაზე უარი თქვა, მაგრამ ბოლოს მაინც საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. ახლა საკუთარი სტუდია აქვს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაურკვევია, როგორ მოხვდა მოდის ფოტოგრაფიაში. ესწრება ჩვენებებს, სხვადასხვა დიზაინერის კოლექციებსაც იღებს, მაგრამ მაღალ ხელოვნებას არ ღალატობს და როდესაც მოგზაურობს და ან განსაკუთრებულ კადრს დაიჭერს, ფოტოაპარატის გამოყენება არ ეზარება და ლამაზ კადრს ფოტოზე სამუდამოდ აღბეჭდავს.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. პროფესიით გეოგრაფი ვარ. 17 წლის ვიყავი, სახლში ფოტოაპარატი რომ აღმოვაჩინე და სურათების გადაღება დავიწყე. შემდეგ მქონდა მობეზრების პერიოდიც, მაგრამ ბოლოს ისევ დავუბრუნდი. საკუთარი ფოტოაპარატი შევიძინე და ჩემს პატარა დისშვილს, ლიზას, უამრავ სურათს ვუღებდი. ბავშვს თავს ვაბეზრებდი. მერე თურქეთში მომიხდა წასვლა, სადაც თოლიებს ძალიან ლამაზი სურათი გადავუღე. დღემდე არ მესმის, მოძრავ ფრინველებს ასეთი ფოტო როგორ გადავუღე. როდესაც სურათი ჩემმა მეგობარმა კახა შარტავამ ნახა, მოეწონა და მითხრა, რომ ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა. ერთ-ერთ ფორუმზე დავრეგისტრირდი და ორ დღეში ერთხელ ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვტვირთავდი. იყო კრიტიკა, მაგრამ ვცდილობდი, ისეთი სურათები დამედო, რომ მოწონება დაემსახურებინა.

- შენს არქივშია შიშველი გოგონას ფოტოსესია...

- ის მოდელი არ ყოფილა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ ფოტოსესია ჩაგვეტარებინა. ზეთამამი გოგონაა და კარგად გამოსდის პოზირება. მას შემდეგ არ შემხვედრია გოგონა, რომელიც ასეთი თამამი იქნებოდა. ფოტოსესიას „ევა და ვაშლი“ დავარქვი, ჰაერში ძაფებით უამრავი ვაშლი დავკიდე და ისე ვიღებდი, რომ ძაფი არ გამოჩენილიყო. ეს სურათები ყველას ძალიან მოეწონა. სიურრეალისტური გადაღება იყო. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ განსაკუთრებულად მახსენდება. დღეს უკვე ბევრი შეკვეთა მაქვს, მაგრამ თავადაც ვერ გავიგე, როგორ მოვხვდი მოდის ფოტოგრაფიაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება