კახა ცაბაძეს მამის როიალის ქვეშ სახელოსნო ჰქონდა

 კახა ცაბაძეს მამის როიალის ქვეშ სახელოსნო ჰქონდა

ერთმანეთს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ვხვდებით. შენობაში დამთვალიერებელთა მორიგი ჯგუფია და ვინტერესდები, რამდენად ხშირად მოდიან ბავშვები. „საკმაოდ ხშირად... არა მხოლოდ სკოლებიდან გვსტუმრობენ, არამედ უფროსებმაც იციან შემოვლა. ძალიან მსიამოვნებს, როცა ახალგაზრდა დედას ან ორივე მშობელს მუზეუმში პატარები მოჰყავთ. ბედნიერებაა, რომ მათ თავიდანვე აჩვევენ დამოკიდებულებას სიწმინდეების მიმართ. მივიჩნევ, რომ ფალიაშვილი ჩვენი ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა. გამორჩეული ხალხი ყოველთვის ცოტა იყო და ცოტა იქნება, მაგრამ მთლიანობაში სწორედ ის გამორჩეული ხალხი წყვეტს ყველაფერს... თითო-ოროლა კაცზე დგას ქვეყანა და ჩვენ, ქართველები, ბედნიერები ვართ იმით, რომ ის რამდენიმე ადამიანი ნამდვილად ძალიან დიდი იყო“ , - ამბობს, როცა მისი ცხოვრების გზის გაკვალვას კითხვების თანხლებით ვცდილობთ.

- პროფესიული არჩევანის დროს ორი გზაა: ერთი, როცა შვილი მშობლის ან მშობლების პროფესიას მიჰყვება, ან რადიკალურად სხვა გზით მიდის. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რამ განსაზღვრა თქვენი მომავალი? - ვეკითხებით კახა ცაბაძეს, კომპოზიტორს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს და ფალიაშვილის მუზეუმის დირექტორს.

ის დაიბადა და გაიზარდა გიორგი ცაბაძისა და თამარ მაჭავარიანის ოჯახში. ამ კომპოზიტორის შემოქმედებისადმი ხალხი ყოველთვის დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა. კახა ცაბაძესთან საუბრისას, წარსულთან ერთად, დღევანდელობასაც შევეხეთ...

- მშობლის პროფესია, ჩემ შემთხვევაში კი მუსიკა, ისე შემოდის შენს ცხოვრებაში, რომ ის ან ძალიან გიყვარს, ან პირიქით - თავს გაბეზრებს და უკურეაქციას იწვევს. მაგალითად, ჩემს შვილს, ლევანს ასე დაემართა. მოგეხსენებათ, ბავშვობაში ბევრი ბავშვი გიჟდება სცენაზე და იქ გამოსვლაზე. მამაჩემის 70 წლის იუბილე და ხსოვნის საღამოები მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნებოდა. ლევანი მაშინ პატარა იყო, 6 წლის. დავუწერე სიმღერა „ჩემო ბაბუს ქალაქო“ , რომელსაც ის კონცერტებზე ასრულებდა. კონცერტები დღეში ორჯერ იმართებოდა და როგორც ჩანს, გადაიღალა, მას შემდეგ სცენის დანახვა არ უნდოდა. აქედან გამომდინარე არ მიკვირს, როცა მშობლისგან რადიკალურად განსხვავებულ პროფესიას ირჩევენ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

- როდის მიხვდით, რომ თქვენც მამის გზის გაგრძელება გსურდათ?

- ბიჭებისთვის მამა განსაკუთრებული პიროვნებაა, ყველასგან ცალკე მდგომი, კაცი, რომელსაც აღმერთებ. მამაჩემი მართლა იყო ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც შეიძლებოდა გაგჩენოდა ასეთი დამოკიდებულება. ამას მხოლოდ მამაშვილური დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ ვამბობ. რაც შეეხება მის მუსიკას, ის ისე მიყვარდა, რომ არ შემეძლო მის გარეშე. ძალიან მიყვარდა მამას როიალის ქვეშ ჯდომა და ხატვა. საერთოდ, მშობლები ბავშვებს არაფერს გვიშლიდნენ. ალბათ იმიტომაც, რომ ისეთს არაფერს ვაშავებდით. მამაჩე-მის როიალის ქვეშ სახელოსნო მქონდა. მამა უკრავდა და მე ვხატავდი. მიყვარდა, როცა ჩვენთან მომღერლები მოდიოდნენ. ისინი როიალთან დადგებოდნენ და მღეროდნენ. მე მხოლოდ მათ ფეხებს ვხედავდი. მახსოვს „ორერას“ წევრების ღვთიური ხმები. ალბათ, სწორედ ამ ყველაფერმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრების გზა.

- ორი ძმა ხართ...

- დიახ. ჩემს ძმას, გოგლას, პირიქით დაემართა. განსხვავებული პროფესია აირჩია და ბიოლოგი გახდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება