თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

გუშინ ჩვენი საიტის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია შეყვარებულია. ბექას რჩეული ქერათმიანი გოგონა საზოგადოებისთვის უცნობი, ვინმე ლიკა-ლიკუნა გახლდათ.

წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ყოფილ ქმარს არ ჩამორჩა თიკა ჯამბურია და დღეს მომღერალმა თავის ცხოვრებაში მომხდარი სიახლის შესახებ აცნობა საზოგადოებას.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

''უბედნიერესი ვარ'' - წერს თიკა და სურათის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავ მილოცვას იღებს. ვინ არის მისი რჩეული და რა ხდება რეალურად მომღერლის ცხოვრებაში, ამაზე თიკამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

- თიკა, ''ფეისბუქზე'' ფოტო გამოაქვეყნე, სადაც არათითზე ბეჭედი გიკეთია. როგორც ვხვდები, მალე გაბედნიერდები. გილოცავ.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის.

- ვინაა შენი რჩეული?

- თვითონ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ არ გავამჟღავნო მისი ვინაობა. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი, მაქვს, რომ ჩემი ბედნიერება ყველას ძალიან გაუხარდება.

- როდის გადაწყვიტე გათხოვება?

- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდებოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება