ერთ-ერთი ყველაზე სასურველი იტალიელი მსახიობი გაბრიელ გარკო ქალების გულს შთამბეჭდავი გარეგნობითა და მომნუსხველი თვალებით იპყრობს. ნებისმიერ პრემიერასა თუ კინოფესტივალზე სამართალდამცავები მის გულშემატკივარ ქალებს იგერიებენ - სუსტი სქესი ყველა ხერხით ცდილობს გარკოს ყურადღება მიიპყროს, ან მასთან ფოტო გადაიღოს.
იტალიურ ჟურნალ Salute-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ჯანმრთელობას უფრთხილდება და ყველაზე დიდ მიღწევად იმას თვლის, რომ სიგარეტზე დამოკიდებული აღარაა.
"აზიდვებს ხშირად ვაკეთებ. სიგარეტზე უარი 18 თვის წინ ვთქვი; მრცხვენია, როცა მახსენდება, რომ დღეში 60 ღერი სიგარეტი ჩემთვის ნორმა იყო, დღეს კი ვამაყობ, რომ ჩემ ანგარიშზე ნული ღერი სიგარეტია. სიგარეტზე დამოკიდებული რომ აღარ ვარ, ჯგუფური სემინარის დამსახურებაა", - განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Salute-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია Salute-ს მიხედვით.