გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გასცა. საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი თავად გიორგი უშიკიშვილისგან გახდა, რომელმაც გათავისუფლების შესაბამისი ბრძანების ასლი საკუთარი Facebook-ის გვერდით გაასაჯაროვა.

"ასე რომ მეგობრებო აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი :) მიუხედავათ ბევრი მნიშველოვანი პროექტისა გამანთავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შებულებაში ვარ :))) აჰა ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა :)  არაუშავს ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის, მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის" - წერს უშიკიშვილი (სტილი დაცულია).

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება