ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში და ვინ ჩაანაცვლებს წინა ხელისუფლების ფავორიტ შემსრულებლებს ახალი წლის საზეიმო კონცერტზე? რა სქემით მუშაობს კულტურის სამინისტრო და აქვს თუ არა მარინა ბერიძეს მომღერლების სია, ვისაც კონცერტებში თავისი სურვილის მიხედვით სვამს? რატომ იქცნენ ფავორიტებად მხოლოდ "ჯეოსტარელები" და რატომ გაქრა "ინტრიგანი" მომღერლების უმეტესობა ეკრანიდან?

როგორც "ალიამ" შეიტყო, წინასაახალწლოდ ქართულ შოუბიზნესში მორიგი სკანდალი მწიფდება – ყველაფერი "ნაციონალების" დროინდელი მეთოდებით გრძელდება და "შავ სიაში" მოხვედრილ მომღერლებს კონცერტებზე ბლოკავენ. ასე ხდება ახალი წლის კონცერტებზეც. მაგალითად, მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა სოციალურ ქსელებში ასეთი ტექსტი დაწერა: "ამ ახალი წლის კონცერტიდან ისევ ამომიღო სიიდან ამ ქალმა, ისე, რომ იცოდეთ, მაინც, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს, ვინც არ იყო დაბლოკილი, ისევ უნდა იყოს კონცერტებში, იმის გამო, რომ არ იფიქრონ ეხლა ჩვენ გვბლოკავენო. მესმის და სწორიცაა, მაგრამ ჩვენ რომ ისევ გვბლოკავენ? ამას რა მოვუხერხოთ და არაფერი რომ არ იცვლება? წლები გადის, და იძულებული ვხდები, რომ დავტოვო აქაურობა, იმის გამო, რომ ელემენტარულად, საარსებო საშუალება მქონდეს!"- წერს ეკა კვალიაშვილი.

იმის გასარკვევად, თუ ვის გულისხმობს, "ალია" ეკა კვალიაშვილს დაუკავშირდა:

- ეკა, თქვენი "პოსტი" წავიკითხე, ვინ გბლოკავთ და რატომ?

- ეტყობა, ვერასდროს ვჯდებოდით მარიან ბერიძის გემოვნებაში ვერც ერთი წელი... გადაეცით, პროფესიონალი ბოროტი ხარ და შენი ადგილი ჯოჯოხეთშია-თქო. მე არ ვარ გაბრაზებული. მე და კახა კუხიანიძე მივდივართ კულტურის სამინისტროში, რომ გავარკვიოთ ეს საკითხები.

ეკა კვალიაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მარინა ბერიძეს სხვადასხვა კონცერტებზე დაბლოკვაში ადანაშაულებს. ალბათ, გახსოვთ ერთი პერიოდი ტერმინიც კი დამკვიდრდა - "მიშას მუსიკოსები". ამ დროს იბლოკებოდნენ ლიზა ბაგრატიონი, თამრიკო ჭოხონელიძე და ა.შ.

სანამ კვალიაშვილი და კუხიანიძე კულტურის სამინისტროში სიტუაციას გაარკვევდნენ, "ალია" კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორს, მარინა ბერიძეს მომღერალთა ბრალდებებზე ესაუბრა:

- ქალბატონო მარინა, თქვენს წინააღმდეგ უკმაყოფილება ბოლო წლებში სულ უფრო მძაფრ ხასიათს იძენს, რაშია საქმე, მართლა თქვენ ბლოკავთ მომღერლებს?

- რა გითხრათ? მე მგონი, მეტი საქმე არ აქვს ამ ხალხს, თავის მართლების პოზიციაში ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ეს ხალხი არ არიან შემოქმედებითი კოლექტივები და არ აფინანსებს კულტურის სამინისტრო, ეს ხომ ძალიან ადვილი გასაგებია? ის ყოველთვის ქირაობს საპროდიუსერო ცენტრს, ასევეა მერიაც, კონცერტებს მართავს საპროდიუსერო ცენტრი.

- მაშინ რას გერჩიან, თუ არაფერ შუაში ხართ?

- რა ვიცი, რა გითხრათ... მე გეტყვით ერთს: ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ვიღაცებს არ მოვწონვარ და რატომღაც მგონია, რომ ეს მიზანმიმართული ბრძოლაა ჩემს წინააღმდეგ. არ ვიცი, არ ვფიქრობ ხოლმე ასეთ რამეებზე, თორემ რომ მეფიქრა, აქამდე არ მოვიყვანდი საქმეს, ალბათ. ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ეს იცის ძალიან ბევრმა, რადგან უამრავი თათბირი ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ დაფინანსდებოდა მხოლოდ შემოქმედებითი კავშირები. ახლა არის სხვა ხელისუფლება, სხვა მენტალობა და თავიდანვე ვთქვით ეს იმიტომ, რომ არ იყოს ის, რაც იყო. ამიტომ აბსოლუტურად ყველა უკან იქნა გაწეული. ჩვენ ვაფინანსებთ, საპროდიუსერო ცენტრი ღონისძიებას აკეთებს. მე სხვა რაღაცას ვერ ვიგებ, თუ არ ვარგიხარ კონცერტში, შენ ხარ შემოქმედი, რატომ უნდა იყვირო ამაზე? ვინც ამ კონცერტებს აკეთებს, იმას ხომ თავისი ხედვა აქვს, არა? ალბათ, ვერ ხედავს იმ ადამიანს, ხო? ყოველთვის ღიზიანდებიან იმით, რომ ყოველთვის ძალიან დიდი დოზით არიან "ჯეოსტარელები", რომლებიც ასოცირდებიან ჩემთან, მაგრამ ისინი მღერიან, ბენდთან ერთად არიან, აქვთ პრაქტიკა, არ არიან ინტრიგანები, არიან ხალისიანები, ყოველთვის ასეთები ურჩევნიათ ორგანიზატორებს. არ ვიცი, ეს ჩემი აზრია. ძალიან ბევრი მომღერალი მადლიერია და ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ მე სადმე ნიჭს ვბლოკავ. ნიჭს არ ვბლოკავ, მაგრამ ფსევდონიჭი ნამდვილად მაღიზიანებს.

- ის მომღერლები, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ მედიაში გამოდიან, თქვენთან მოსულან, საკუთარი პოზიცია დაუფიქსირებიათ?

- არასდროს არავის ჩემთვის თვალებში არ ჩაუხედავს და ცუდი არ უთქვამს. ამას კიდევ სხვა რამე სჭირდება, დიდი გამბედაობა, რომელიც მათ არ გააჩნიათ. ერთს გეტყვით კიდევ, ნატო მეტონიძეზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? იმიტომ, რომ კარგია და ყველას სჭირდება. აი, ჩემი პასუხი ყველა კითხვაზე.

მოგვიანებით "ალია" კულტურის სამინისტროში შემდგარი შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა და მომღერალ კახა კუხიანიძეს დაუკავშირდა:

- კახა, რა გაარკვიეთ, რა გითხრეს კულტურის სამინისტროში?

- მინისტრის მოდაგილე, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დაგვპირდა, სიტუაციას გავცენობიო. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სიტუაციის აღწერის შესახებ განცხადების ფორმატში დავწეროთ და შევიტანოთ ოდიშარიას სახელზე, ვნახოთ რას გადაწყვეტენ...

აღარ უნდა დამთავრდეს ასეთი მიდგომა? წინა ხელისუფლების დროს მომღერლებს ორი ადამიანი არჩევდა, ერთ-ერთი მათგანი იყო მარინა ბერიძე. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დარწმუნებული ვარ, აზრადაც არ მოსვლია, რომ კახა კუხიანიძე ამოეღო მომღერლების სიიდან. არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ჩაერევა, ეს გამორიცხულია. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ღონისძიებებს გეგმავდა. დღეს ამ საახალწლო ღონისძიებას აკეთებს მარინა ბერიძე, არადა ეს ქალი არ უნდა იკავებდეს ამ თანამდებობას ნამდვილად, ვინაიდან ძალიან სუბიექტურია და მისთვის სასურველ მომღერლებს უკეთებს პოპულარიზაციას. ბევრი მომღერალი არის მარინა ბერიძის გამო რეალიზაციის გარეშე. ვერანაირად მასთან საუბარი ვერ შედგა, რადგან ნორმალურად მასთან საუბარი შეუძლებელია.

- ის უარყოფს ბრალდებას, ამბობს, რომ არაფერ შუაშია, რომ პროფესიონალი ყველგან სჭირდებათ... ანუ გამოდის, რომ არ ხარ პროფესიონალი და ამიტომ არ "გწყალობს".

- სამწუხაროა, რომ ზუსტად ისეთი ადამიანია ამ თანამდებობაზე, რომელიც არ უნდა იყოს. ჩემთვის მიუღებელია მარინა ბერიძის ასეთი შეფასება. გამოდის, რომ ეკა კვალიაშვილიც უნიჭოა მარინა ბერიძის მოსაზრებით? სასაცილოა, რა თქმა უნდა. ზუსტად პროფესიონალებს ებრძვის. ის პროფესიით აკომპანიატორია, როგორც ვიცი. უმჯობესია, დაკვრა ისწავლოს და თუ კარგად ისწავლის, შეიძლება მოვიწვიო "დამკვრელად", მაგრამ, რა თქმა უნდა, მის დაკრულზე არ ვიმღერებ, ჯერ ქასთინგი ექნება გასავლელი ჩემთან, თუმცა, როგორც ვიცი, სმენაზეც აქვს პრობლემა, რაც ძალიან სამწუხაროა და მე მაქვს ამის შემდეგ კითხვა: აქვს თუ არა უფლება, რომ მარინა ბერიძემ შემაფასოს? რატომ არ ვარ კონცერტებში, უნიჭო ვარ? უსმენო ვარ? ცოცხლად ვერ ვმღერი თუ სცენაზე ვერ ვდგავარ? მე გენეტიკურად მაქვს ნიჭი ღმერთისგან ნაჩუქარი, გაიგოს და თუ აინტერესებს, მეტსაც ვეტყვი: დედა მყავს თეორეტიკოსი, ბაბუა მუსიკოსი, ძმა უნიჭიერესი მუსიკოსი და იცით, თუ რამდენი წარმატება მოუტანა საქართველოს საბავშვო "ევროვიზიით"... ჩემს ნიჭზე აქვს მარინა ბერიძეს ამის შემდეგ პრეტენზია?! მოვითხოვ სამართლიანად, მარინა ბერიძემ დატოვოს პოსტი, მომღერლების სახელით ვთხოვ, შეგვეშვას, ესაა ხელოვნება და არა "ბოროტების იმპერია". გვინდა სიმღერა და სცენაზე დგომა, შეგვეშვას!

- პირადად გითქვამს ეს პრეტენზიები მისთვის?

- დავურეკე და ისეთი იწივლა და იკივლა, რომ ასე არ შემიძლია, მსგავსი მიდგომა ადამიანების და საქმის მიმართ არ მახასიათებს. ამიტომ მივედი კულტურის სამინისტროში, დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება. 10 წელია დაბლოკილი ვარ და არც ერთ გალა კონცერტში არ მიმიღია მონაწილეობა. 2010 წელს მქონდა ერთადერთხელ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, საახალწლო ღონისძიებაში უნდა მემღერა ამ ფორმაში: ჩამეცვა "კალგოტკა", მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, გამეხადა და ჩავწოლილიყავი აბაზანაში. ვთხოვე, შეეცვალათ ასეთი იმიჯი. ძალიან მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ როლის არშეცვლის გამო იძულებით მომიწია უარის თქმა. მართალია, ვარ არტისტი, მაგრამ მორალი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

P.S. როგორც გაირკვა, კომპანია "მეგას"მარინა ბერიძისთვის "წლის მაფიოზის" ტიტული მიუნიჭებია.

როგორც "ალიასთან" "მეგას" ხელმძღვანელი, ბესო ჩუბინიძე აცხადებს: "ეს შოუბიზნესია და "მეგა" ისეთი ღონისძიებაა, მსგავსი ტიტულები არავის არ უნდა გაუკვირდეს. ყველა გამოკითხვის მიხედვით, მარინა მიიჩნიეს "წლის მაფიოზად". მარინა ბერიძე ჩემთვის პროფესიონალიზმის ეტალონი არ არის. ისინი არიან ეტალონები, რომელთა სახელი და გვარი რჩება სახელოვნებო ისტორიას: თემურ წიკლაური, ნანი ბრეგვაძე, ეთერ კაკულია..."

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება