ია ფარულავას დედამთილის სკანდალური ინტერვიუ ტარიელ სუარის ყოფილსა და ახალ ცოლებზე

ია ფარულავას დედამთილის სკანდალური ინტერვიუ ტარიელ სუარის ყოფილსა და ახალ ცოლებზე

მსახიობი ია ფარულავა მოულოდნელად გათხოვდა. რასაც საზოგადოებაში დიდი ხმაური მოჰყვა. მისი რჩეული გერმანიაში მცხოვრები გიტარისტი ტარიელ სუარია. რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ვინმე ირმა ბროიერის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ტარიელ სუარი ჯერ კიდევ მისი ქმარი იყო, როდესაც ფარულავაზე იქორწინა. ირმა ბროიერი ტარიელ სუარს შეურაცხმყოფელ ბრალდებებს უყენებს. თავად ია და ტარიელი ამ თემაზე საუბარისგან თავს იკავებენ. "ამბები.გე"-ს ია ფარულავას დედამთილი, ტარიელ სუარის დედა მზია ასლამაზიშვილი დაუკავშირდა.

- ბოლო დროს ჩემი შვილის, ტარიელ სუარის ყოფილმა მეუღლე ირმა ხაჩიროვა - ბროიერმა დაიწყო ტარიელის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. ვთხოვე ჩემს შვილს, რომ ეპასუხა ამ ბრალდებისათვის, რაზეც მითხრა, რომ არავისთან აპირებს საკუთარი წარსულის განხილვას. მაგრამ რადგანაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები ჩემი შვილის მიმართ, გადავწყვიტე, ამ კითხვებზე მე მეპასუხა. ახლა კი ორიოდე სიტყვით ირმას ბრალდებების შესახებ. მისი თქმით, ტარიელის მოულოდნელმა ჯვრისწერამ გაყრის პროცესი დააჩქარა. ეს არის დიდი ტყუილი, ირმა და ტარიელი ორი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, როგორ დააჩქარა იასთან ქორწინებამ მათი გაყრა, როცა ჯერ კიდევ მაისში იყო მოსული სასამართლო უწყება დაჩქარებულ გაყრასთან დაკავშირებით? ამის შესახებ ადვოკატებმა ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალს მოილაპარაკეს და ტარიელი ამას დათანხმდა. სწორედ ირმას მოთხოვნით დაჩქარდა მათი განქორწინება. 2012 წელს ირმას ადვოკატმა მოტყუებით მოაწერინა ხელი ტარიელს დოკუმენტზე, რომლის მიხედვით მას ჩამოერთვა ბავშვზე ყველანაირი უფლებები, ჩემმა შვილმა სასამართლოში იჩივლა. 24 სექტემბრის პროცესი სწორედ მათი განქორწინებისა და ბავშვზე უფლებების დაბრუნების მიზნით შედგა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ტარიელს დაუბრუნდა შვილზე უფლებები. როდესაც ირმა ვერაფერს გახდა, ბოლოს სასამართლო პროცესზე ისიც კი განაცხადა, რომ ტარიელ სუარი პედოფილია და ის სწორედ ამის გამო არ შეიძლება გაეკაროს ბავშვს. ასეთი შინაარსის წერილები ტარიელის დისკრედიტაციის მიზნით ხშირად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც გამოუქვეყნებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. გერმანულმა სასამართლომაც ეს მოთხოვნა ფაქტების არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა.

- რამდენი ხანი იყვნენ ირმა და ტარიელი დაქორწინებული და რა გახდა რეალურად მათი დაშორების მიზეზი?

- 3 წელი. ორი წლის წინ, როცა ჩემი შვილისთვის შეუძლებელი გახდა იმ ქალთან ცხოვრება, დაშორდნენ. ირმამ გამოაგდო სახლიდან. გაშორების მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, იყო ირმას ეჭვიანობა, ის ეჭვიანობდა ჩემზე, ასევე ნათესავებზე, მეგობრებზე და გიტარაზეც კი. არსებობს ვიდეო, როცა ტარიელი მეცადინეობს და ირმა ბავშვით ხელში წიხლით უმტვრევს კარს. ურეკავდა მის ყოფილ შეყვარებულებს და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. გაშორების მიზეზი იყო ასევე დიდი ხმაური ბავშვის თანდასწრებით. კამათის დროს ირმა ბავშვის ოთახის კარს აღებდა, რათა ბავშვს ეტირა… ირმა ასევე ურეკავდა მუსიკალური აკადემიის დირექტორს, მეგობრებს და ეუბნებოდა, რომ თითქოს ტარიელი მათზე აუგს ამბობდა. რის გამოც ტარიელს მუდმივად ექმნებოდა პრობლემა.

- ირმა ამბობს, რომ ტარიელი მას სცემდა...

- ტარიელი გამოირჩევა იმით, რომ ის ქალზე ხელს არასოდეს აღმართავს, ამას მას ბავშობიდან უნერგავდა მამამისი, რომელიც, სხვათა შორის, მოკრივე გახლდათ. ამას ადასტურებს მისი პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც კი არ წაუგია, როგორც ამას ირმა ამტკიცებს, არამედ მოლაპარაკებით დამთავრდა და შესაბამისად არც ნასამართლევია. საქმე ისაა, რომ 2005 წელს, როდესაც მას 6 ადამიანი დაესხა თავს, ტარიელმა ერთ-ერთს შემთხვევით ყბა გაუტეხა. ყბაგატეხილი ბიჭის მეგობარი გოგონა სასამართლოზე აღნიშნავდა, რომ ის მივარდა ტარიელს და 10 წუთის განმავლობაში ისე ურტამდა მას, რომ დაასისხლიანა კიდეც, რის გამოც თავად ხელები გაუსივდა და მეორე დღეს ფორტეპიანოზე ვეღარ უკრავდა. გოგონა გაკვირვებას ვერ მალავდა, რომ ტარიელს მისთვის ხელიც კი არ დაუჭერია. ირმას კი მისი საყვარელი პირველი ქმრისაგან ბროიერისგან (რომლის გვარსაც ის ტარიელთან ქორწინების დროსაც დიდი სიამოვნებით ატარებდა) დარჩა ჩამტვრეული ცხვირი, მომტვრეული მუხლი, რის შედეგადაც განუვითარდა მენისკი, მუცელში ჩამტვრეული ნემსები და ა.შ. როგორც თავად ირმასაგან ვიცით, მისი პირველი ქმარი თავს ვერ აკონტროლებდა. იმედია, ირმა ამ ყველაფერს ტარიელს არ აბრალებს. სხვა შემთხვევაში, თუ რას გულისხმობს ირმა ძალადობაში, ვერ ვხვდები. ირმა ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა ტარიელს. ეს გრძელდებოდა 3 წელი, სანამ ტარიელმა ერთხელაც არ უპასუხა მას. რის შემდეგაც ირმამ პოლიცია გამოიძახა. შედეგად ტარიელს 14 დღით დაატოვებინეს ბინა.

- ტარიელი ბავშვს ნახულობს? ყოფილი მეუღლის განცხადებით, ტარიელი დაკისრებულ ალიმენტსაც არ უხდის ბავშვს.

- ისე მენატრება ჩემი შვილიშვილი რომ ხშირად ვტირი, ძალიან მიყვარს მეც და ტარიელსაც. ბავშვის ნათლიებთან გიორგი აბაშიშვილთან და ნაირა ნაჩხატაშვილთან შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არის თუ არა ტარიელი ბავშვის მიმართ გულგრილი. ბავშვი ალიმენტის თანხას იღებს, მაგრამ ირმას ადვოკატმა ტარიელს მოსთხოვა ასევე ირმას შენახვაც. ეს საკითხი კი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. ირმა გამუდმებით იბრძვის იმისათვის, რომ ტარიელს ჩამოერთვას ყველა უფლება ბავშვზე, რადგან მარტოხელა დედებს გერმანიის მთავრობა ყოველთვიურად სოლიდური თანხით ეხმარება. სწორედ ეს იყო ირმას მიზანი, რომ გათხოვილიყო და ბავშვი გაეჩინა. როგორც კი ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ ყველაფერს აკეთებდა, რომ ქმარს დაშორებოდა და მარტოხელა დედის სტატუსი ჰქონოდა. ჩემმა შვილმა ია ფარულავაზე რომ იქორწინა და მისი კარიერა ისევ დადგა აღმავლობის გზაზე, სწორედ ამან გააღიზიანა ირმა. იგი ამბობს, რომ ტარიელი არ არის ცნობილი მუსიკოსი და პანაშვიდებზე უკრავს, თუ ბუდესჰაიმერის, ფრაიბურგის, ბადჰომბურგისა და სხვა ქალაქების ციხესიმაგრეები და ევროპის წამყვან საკონცერტო დარბაზებში კონცერტები ირმას პანაშვიდები ჰგონია, ეს მისი პრობლემაა. არსებობს პრესა და სატელევიზიო არქივები, რომლებიც ადასტურებს, რომ ტარიელი წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ცილისწამებას ჯერ მხოლოდ არგენტინულ ანსამბლთან ერთად გერმანიისა და შვეიცარიის მაშტაბით მისი 89 კონცერტი აქარწყლებს. ირმას ასევე დაავიწყდა მის მიერ გადაკითხული და შესწორებული ტარიელის ავტობიოგრაფია. ვურჩევ კიდევ ერთხელ გადაიკითხოს. ირმა ამბობს, რომ ტარიელი მუსიკალურ აკადემიაში კი არა, უბრალო სკოლაში ასწავლიდა. მას ვუპასუხებ, რომ ფრანკფურტის მუსიკალური აკადემია ჩვეულებრივი მუსიკალური სკოლისაგან იმით განსხვავდება, რომ იქ გამოცდების მოსასმენად კომისია ინგლისის სახელმწიფო ხელოვნების უნივერსიტეტიდან ჩამოდის. მაგრამ, როგორც ჩანს, ირმა კონსერვატორიას, აკადემიასა და სკოლებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. თუმცა არც ვურჩევ, რადგანაც ეს მას ბევრ დროს წაართმევს. ტარიელი თავდაპირველად ბავშვის გამო არ ტოვებდა ოჯახს, ირმა არ აცლიდა მას მეცადინეობას, წიხლით უმტვრევდა კარს, კიოდა და ჩხუბობდა, ბავშვს აყურებინებდა ამ ყველაფერს. ემოციურად ეს ძალიან მძიმე იყო ტარიელისთვის. მას გაუქრა მუსიკის სიყვარული საშინლად დათრგუნული იყო. ტარიელი ბრწყინვალე კარიერას შეიქმნიდა, მაგრამ მისმა ქორწინებამ ის დროებით შეაფერხა. კარიერული წინსვლა ირმასთან ქორწინების შემდეგ ნელ-ნელა უკან წავიდა... მან სხვადასხვა მუსიკალურ დაწესებულებაში დაიწყო მუშაობა, თუმცა მაინც იწვევდნენ დიდი ქალაქების მერები კონცერტის გასამართად. ტარიელი იყო ასევე რამდენიმე ფილმის პროდიუსერი. 2012 წლიდან კი ერთწლიანი პაუზა აიღო, რათა ჩამოეყალიბებინა ქართულ- გერმანული ხელოვნების სააგენტო.

საინტერესოა, რას გულისხმობს ირმა ხაჩიროვა. რადგანაც ტარიელს გერმანიის მოქალაქეობა მისგან არ მიუღია. მას უვადო ვიზა მისცეს. ალბათ, ამას გულისხმობს ირმა, რომელიც ბავშვის მომვლელის ორწლიანი ვიზის ამოწურვისთანავე გაჰყვა გერმანელს, რომელსაც არ გაშორდა, სანამ მოქალაქეობა არ აიღო.

საინტერესოა, როგორ ახერხებდნენ მაშინ ტარიელი ან ირმა საქართველოში წელიწადში 2-ჯერ გამომგზავრებას, თუ ტარიელი სახელმწიფო დაფინანსებაზე იყო. ეს ხომ გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულია? მინდა კიდევ ერთი რამ აღვნიშნო: მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანონმდებლობით შეძენილი ქონება გაყრის შემდეგ შუაზე იყოფა, ტარიელმა ყველაფერი ირმას დაუტოვა. გაბრაზებულმა ირმა ხაჩიროვამ კი ტარიელს არა მარტო 10 წლის განმავლობაში შეძენილი, დაახლოებით, რვა ათასი ევროს ნოტები, არამედ ყველა ნივთი გადაუყარა ნაგავში, როგორც ვიცი, იგი ასევე ხშირად უმტვრევდა ნივთებს პირველ მეუღლე ბროიერსაც, ასევე ის ამტვრევდა ყველაფერს, რაც ტარიელისთვის ძვირფასი იყო: კომპიუტერებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. ირმა მისი ახლობლები დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით დღესდღეობითაც აქტიურად ცდილობენ პრესის ყურადღების მიქცევას. თქვენთანაც ხომ დარეკა.

- ახალ რძალთან რა ურთიერთობა გაქვთ?

- იასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არაჩვეულებრივი გოგოა, ჩემს შვილს მაქსიმალურად უწყობს ხელს, სულ აკონტროლებს, რომ ტარიელმა დღეში 6 საათი მაინც იმეცადინოს,  რომ ის დანაკარგი, რაც ტარიელმა ირმასთან ცხოვრების დროს განიცადა, აანაზღაუროს და მისი კარიერა წინ წავიდეს. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემს შვილს სიცოცხლის ხალისი რომ დაუბრუნა იამ.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება