მერიემ უზერლი კვლავ სულთანის ცოლი იქნება

მერიემ უზერლი კვლავ სულთანის ცოლი იქნება

"დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი  მერიემ უზერლი მშობიარობის შემდეგ ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობა. კომპანია TIMS Productions-ი გადაღებების დაწყებას თებერვალში აპირებს.

მერიემი ოსმანთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქალბატონის, კოსემ სულთნის, იგივე მაჰპეიკერის როლს შეასრულებს. კოსემ სულთანი ოსმანთა სულთნის აჰმედ I-ის მეუღლე და სულთნების მურად IV-ისა და იბრაგიმ I-ის დედა იყო. მისი წარმომავლობა საიდუმლოებითაა მოცული. ერთი ვერსიით, კოსემ სულთანი ბერძენი იყო, ხოლო სხვა ვერსიით ბოსნიელი.

როგორც ცნობილია, მერიემ უზერლი მომავალი წლიდან მუსიკალური შოუ X-Factor-ის ჟიურის წევრი იქნება. მსახიობი ფეხმძიმედაა და ბავშვს თებერვალში ელოდება.

ასევე იხილეთ:

"დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი მარტოხელა დედა იქნება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება