ვის ელოდება მეკვლედ სოფია სებისკვერაძე

ვის ელოდება მეკვლედ სოფია სებისკვერაძე

2014 წელს ყვე­ლა­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ვე­ლო­დე­ბით. სა­ა­ხალ­წ­ლო ფა­ცი­ფუ­ცი კარ­გა ხა­ნია, და­იწყო. ნაძ­ვის ხე, მეკ­ვ­ლე, გო­ზი­ნა­ყი, სა­ცი­ვი და ა.შ. - ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი წე­ლი ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

ვინ იქ­ნე­ბა სო­ფი­ა სებისკვერაძის მეკ­ვ­ლე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მინ­და, ეს ახა­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მხი­ა­რუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყოს. ძა­ლი­ან ბევ­რი იდეა და აზ­რი მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნ­და შე­ვე­გე­ბო დამ­დეგს. იმე­დია, ჩე­მი სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბას და­ემ­თხ­ვე­ვა. გან­წყო­ბი­ლე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი მაქვს. 2014-ში ბევრ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს ვე­ლო­დე­ბი.

- გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გაქვს თუ არა, სად უნ­და შეხ­ვ­დე ახალ წელს?

- რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი მაქვს და ჯერ არ ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბულ­ვარ. რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან მინ­და, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი სახ­ლ­ში გა­ვა­ტა­რო. სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­დეგს შვილ­თან და ძაღ­ლ­თან ერ­თად შევ­ხ­ვ­დე­ბი, მე­რე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე წა­ვალ.

- სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თ­ვის მეკ­ვ­ლე თუ შე­არ­ჩიე?

- მეკ­ვ­ლედ არა­ვის მო­ვიწ­ვევ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მი­სი­ას ჩემს ჰე­ფი­კოს (ძაღ­ლი) და­ვა­კის­რებ. ვნა­ხოთ, ჩემს ძაღლს რო­გო­რი ფე­ხი ექ­ნე­ბა.

- ნაძ­ვის ხე უკ­ვე მორ­თე?

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ სახლს ლა­მა­ზად ვრთავ ხოლ­მე. რო­გორც წე­სი, ნაძ­ვის ხე­საც ვაწყობ, მაგ­რამ ჯერ არ მო­მირ­თავს... მიყ­ვარს ახა­ლი წე­ლი, 2014-ს კი დი­დი სი­ახ­ლე­ე­ბის მო­ლო­დი­ნით ვე­გე­ბე­ბი. იმე­დია, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად, თა­ნაც - ჩემ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოდ შე­იც­ვ­ლე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ქართველების საახალწლო ნაძვის ხეები (+ფოტოგალერეა)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება