ანა ხანჩალიანმა სომხურ Voice-ში გაიმარჯვა

ანა ხანჩალიანმა სომხურ Voice-ში გაიმარჯვა

ანა ხანჩალიანი სომხური Voice-ის გამარჯვებულია.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფინალში ანა ხანჩალიანმა პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებულ მაშა მნჯოიანთან ერთად სიმღერა when you believe შეასრულა და მაყურებელთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

სოლო გამოსვლებისას კი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ანა ხანჩალიანი წარდგა სიმღერით when you told me you loved me.

ფინალი "ახალი ტალღის" კონკურსის 2013 წლის გამარჯვებულმა კუბელმა რობერტო დელ ტორესმა დაასრულა.

ანა ხანჩალიანმა საქართველოში პოპულარობა პროექტ "ნიჭიერში" მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. 2011 წელს კი იგი ჯგუფ candy-ს შემადგენლობაში საქართველოს საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული გახდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება