კიმ კარდაშიანის ქალიშვილს შობას "ლამბორჯინი" აჩუქეს

კიმ კარდაშიანის ქალიშვილს შობას "ლამბორჯინი" აჩუქეს

მართალია, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანისა და მომღერალ კენი ვესტის ქალიშვილი ჯერ ექვსი თვისაც არაა, მაგრამ ის უკვე "ლამბორჯინის" მფლობელია. შობას პატარა ნორტ-ვესტს ბევრი ძვირადღირებული საჩუქარი ერგო.

თავიდან მას ცნობილი დიზაინერების უამრავი ტანსაცმელი აჩუქეს, რომლის გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება ახალგაზრდა დედას არ დაზარებია. ახლა კი კარდაშიანს სატრაბახოდ კიდევ უფრო მეტი მიზეზი მიეცა: საზოგადოებას მან ქალიშვილისთვის ნაჩუქარი ძვირფასი საჩუქარი აჩვენა.

"ლამბორჯინის" პატარა ასლი, რომელსაც ელექტროძრავი აქვს, მამის ავტომობილს ძალიან ჰგავს. კიმმა ფოტოს მიაწერა: "როგორიც მამაა, ისეთივე ქალიშვილი ჰყავს".

ასეთი ავტომობილი 400-დან 1000 დოლარამდე ღირს.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება