ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილებს პატარა ობოლი გააცნეს

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილებს პატარა ობოლი გააცნეს

ვარსკვლავური წყვილი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 6 შვილთან ერთად საშობაო არდადეგებს ავსტრალიაში ატარებს. მრავალშვილიანი ოჯახი სრული შემადგენლობით პაპარაცებმა იახტით გასეირნების დროს გადაიღეს. რამდენიმე დღის წინ კი ოჯახმა კვინსლენდში ველური ბუნების პარკი მოინახულა.

პარკის ადმინისტრაციამ ძვირფასი სტუმრები დიდი პატივით მიიღო და დაობლებული პატარა კენგურუს გალიაშიც შეუშვა. უდედოდ დარჩენილ კენგურუზე პარკის ყველა თანამშრომელი ზრუნავს. 10 წლის პაკსს ყველაზე მეტად გაუმართლა. მას პატარა კენგურუ ხელში დააჭერინეს, თანაც თბილ საფენში გახვეული, რომელიც ბიჭუნამ გულში ჩახუტებული ასეირნა. მისმა დაიკომ, 8 წლის ზახარამ ცხოველის ხელში აყვანა ვერ გაბედა, მხოლოდ თავზე გადაუსვა ხელი და სეირნობისას მშობლების სიახლოვეს ყოფნა არჩია.

ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის 3 ბიოლოგიური შვილი ჰყავთ, სამი კი ნაშვილები.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება