რას ელო­დე­ბი­ან ცნო­ბი­ლე­ბი 2014 წლის­გან

რას ელო­დე­ბი­ან ცნო­ბი­ლე­ბი 2014 წლის­გან

2014 წელს ყვე­ლა­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ვე­ლო­დე­ბით. სა­ა­ხალ­წ­ლო ფა­ცი­ფუ­ცი კარ­გა ხა­ნია, და­იწყო. ნაძ­ვის ხე, მეკ­ვ­ლე, გო­ზი­ნა­ყი, სა­ცი­ვი და ა.შ. - ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი წე­ლი ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია... რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თ­ვის და რა სურ­ვი­ლები სურთ რომ ჩა­ი­ფიქ­რონ, ამას მა­თი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყობთ.

"მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ახა­ლი წლის ღა­მე ჯა­დოს­ნუ­რი­ა"

მა­კა ცინ­ცა­ძე, ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი:

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო გან­წყო­ბი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად მაქვს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ახა­ლი წლის ღა­მეს თოვ­ლიც იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ დღე­სას­წა­ულს კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­ა­ლა­მა­ზებს და ჯა­დოს­ნურ ხიბლს შეს­ძენს. თუმ­ცა თბი­ლის­ში თოვ­ლის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ... რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი წლის ღა­მეს, ეს ის დროა, რო­ცა გა­სულ წელს აანა­ლი­ზებ და რა­ღაც ახ­ლის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­ს­ვ­ლის, ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის მო­ლო­დინ­ში ხარ.

- ნაძ­ვის ხე უკ­ვე მორ­თე?

- ნაძ­ვის ხის მორ­თ­ვა, ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლია. სახ­ლ­ში 2 წლის კე­სო მყავს და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ცო­ტა ნა­ად­რე­ვად მოგ­ვერ­თო. მეც მა­სა­ვით მი­ხა­რია 2014 წლის დად­გო­მა.

- 2014 წელს სად და ვის­თან ერ­თად ხვდე­ბი?

- ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის სახ­ლ­ში ვე­გე­ბე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად.

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ გარ­დე­რობს თუ აახ­ლებ?

- ახა­ლი წე­ლი ჩემ­ში ძა­ლი­ან ბევრ ემო­ცი­ას იწ­ვევს. ზოგ­ჯერ ერ­თი ღა­მის­თ­ვის ისე­თი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბი, რომ ემო­ცი­უ­რად ვიღ­ლე­ბი. ამი­ტომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ გარ­დე­რო­ბის გა­სა­ახ­ლებ­ლად თავს არ ვი­წუ­ხებ.

- თქვე­ნი ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე ვინ არის ხოლ­მე?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცრუ­მორ­წ­მუ­ნე არ ვარ, მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ახა­ლი წლის ღა­მე ჯა­დოს­ნუ­რია. მკითხ­ველ­მა შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, ამის­თ­ვის ეტყო­ბა, ჯერ ისიც არ უთ­ქ­ვამთ, სან­ტა რომ არ არ­სე­ბობ­სო (ი­ცი­ნის), მაგ­რამ რა ვქნა, ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­ლო­დე­ბი და აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვარ. ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ არ ვმოქ­მე­დებ და ახა­ლი წლის ღა­მეს კარს ღი­ას არ ვტო­ვებ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მეკ­ვ­ლედ კე­თი­ლი და ჩემ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ვიწ­ვიო.

ვინ იქ­ნე­ბა სო­ფი­ას მეკ­ვ­ლე

სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- მინ­და, ეს ახა­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მხი­ა­რუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყოს. ძა­ლი­ან ბევ­რი იდეა და აზ­რი მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნ­და შე­ვე­გე­ბო დამ­დეგს. იმე­დია, ჩე­მი სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბას და­ემ­თხ­ვე­ვა. გან­წყო­ბი­ლე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი მაქვს. 2014-ში ბევრ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს ვე­ლო­დე­ბი.

- გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გაქვს თუ არა, სად უნ­და შეხ­ვ­დე ახალ წელს?

- რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი მაქვს და ჯერ არ ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბულ­ვარ. რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან მინ­და, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი სახ­ლ­ში გა­ვა­ტა­რო. სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­დეგს შვილ­თან და ძაღ­ლ­თან ერ­თად შევ­ხ­ვ­დე­ბი, მე­რე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე წა­ვალ.

- სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თ­ვის მეკ­ვ­ლე თუ შე­არ­ჩიე?

- მეკ­ვ­ლედ არა­ვის მო­ვიწ­ვევ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მი­სი­ას ჩემს ჰე­ფი­კოს (ძაღ­ლი) და­ვა­კის­რებ. ვნა­ხოთ, ჩემს ძაღლს რო­გო­რი ფე­ხი ექ­ნე­ბა.

- ნაძ­ვის ხე უკ­ვე მორ­თე?

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ სახლს ლა­მა­ზად ვრთავ ხოლ­მე. რო­გორც წე­სი, ნაძ­ვის ხე­საც ვაწყობ, მაგ­რამ ჯერ არ მო­მირ­თავს... მიყ­ვარს ახა­ლი წე­ლი, 2014-ს კი დი­დი სი­ახ­ლე­ე­ბის მო­ლო­დი­ნით ვე­გე­ბე­ბი. იმე­დია, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად, თა­ნაც - ჩემ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოდ შე­იც­ვ­ლე­ბა.

"ვის­თა­ნაც მეკ­ვ­ლედ მი­ვე­დი, ყვე­ლას ვა­ჟი შე­ე­ძი­ნა"

ქე­თი ყიფ­ში­ძე:

- ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბით ვე­გე­ბე­ბი. იმე­დია, 2014 წე­ლი ჩემ­თ­ვის ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

- ახალ 2014 წელს შინ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად შეხ­ვ­დე­ბი თუ რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში?

- ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ­თ­ვის შინ ვხვდე­ბი, მე­რე კი ახ­ლობ­ლებ­თან სტუმ­რად მივ­დი­ვართ ხოლ­მე.

- მეკ­ვ­ლედ ვინ გე­ყო­ლე­ბა?

- ჩე­მი მეკ­ვ­ლე­ე­ბი ჩე­მი შვი­ლე­ბი არი­ან (ი­ცი­ნის). ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე 5 წუ­თით ად­რე მათ გა­რეთ ვუშ­ვებ და ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე ტკბი­ლე­უ­ლით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი შე­მო­დი­ან. ამ ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ და­ვარ­ღ­ვევ, რად­გან მათ ოჯახ­ში კარ­გი აურა შე­მო­აქვთ.

- შენ თუ ყო­ფილ­ხარ ვინ­მეს მეკ­ვ­ლე? რო­გო­რი ფე­ხი გაქვს?

- მე ის ოჯა­ხე­ბი მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, სა­დაც ვა­ჟის და­ბა­დე­ბა სურთ. რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ემ­თხ­ვა, რომ ვის­თა­ნაც მეკ­ვ­ლედ მი­ვე­დი, ყვე­ლას ბი­ჭი შე­ე­ძი­ნა (ი­ცი­ნის).

- ნაძ­ვის ხე თა­ვად მორ­თე?

- ნაძ­ვის ხის მორ­თ­ვა­ში ყო­ველ წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ნაძ­ვის ხე მაქვს.

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ გარ­დე­რობს თუ აახ­ლებ?

- სპე­ცი­ა­ლუ­რად ახა­ლი წლის­თ­ვის გარ­დე­რობს ვე­რა­სო­დეს ვა­ახ­ლებ, რად­გა­ნაც ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ვცდი­ლობ, შვი­ლებ­თან ერ­თად ვი­ყო.

- შენ­მა შვი­ლებ­მა წე­რი­ლი მის­წე­რეს თოვ­ლის ბა­ბუ­ას?

- უფ­რო­სი უკ­ვე 13 წლი­საა და თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის აღარ სჯე­რა. აი, პა­ტა­რა ელე­ნემ კი თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი დი­დი ხნის წინ მის­წე­რა. მას თოვ­ლის ბა­ბუა და ფიფ­ქია ყო­ველ ახალ წელს სტუმ­რო­ბენ და იმე­დია, წელ­საც მობ­რ­ძან­დე­ბი­ან.

- გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა თუ იცი?

- სამ­წუ­ხა­როდ, გო­ზი­ნა­ყი­სა და სა­ცი­ვის მომ­ზა­დე­ბა არ ვი­ცი. ახალ წელს სა­ცივს ჩე­მი და ამ­ზა­დებს, გო­ზი­ნაყს კი ბე­ბია გვი­კე­თებ­და, მაგ­რამ ის გარ­და­იც­ვა­ლა. ჰო­და, ახ­ლა გო­ზი­ნაყს ან ვყი­დუ­ლობთ, ან რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბე­ლი გვიმ­ზა­დებს.

"გო­ზი­ნაყს ყო­ველ­თ­ვის თა­ვად ვამ­ზა­დებ"

ნი­ნო ჩხე­ი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ჩემს ოჯახ­ში სა­ა­ხალ­წ­ლო გან­წყო­ბი­ლე­ბა პირ­ვე­ლი დე­კემ­ბ­რი­დან იგ­რ­ძ­ნო­ბო­და; სტუ­დი­ა­შიც და სახ­ლ­შიც ნაძ­ვის ხე ზამ­თ­რის პირ­ველ­სა­ვე დღეს მოვ­რ­თე.

- 2014 წელს მეკ­ვ­ლედ ვის ეპა­ტი­ჟე­ბი?

- ჩე­მი ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე ყო­ველ­თ­ვის მა­მა­ჩე­მია. ამ ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ და­ვარ­ღ­ვევთ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­მას კარ­გი ფე­ხი აქვს. პი­რა­დად მე, არას­დ­როს არა­ვის მეკ­ვ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, არ ვი­ცი, "კარ­გი ფე­ხი" მაქვს თუ ცუ­დი. ისე, სა­კუ­თარ თავ­ზე მსგავ­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს (ი­ცი­ნის).

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ გარ­დე­რობს თუ აახ­ლებ?

- კი, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თ­ვის უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი კოს­ტი­უ­მე­ბიც მჭირ­დე­ბა.

- 2014-ს სად შე­ე­გე­ბე­ბი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რო­ცა ახალ წელს ოჯახ­ში ვხვდე­ბი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან კონ­ცერ­ტებ­ზე მი­წევს გა­მოს­ვ­ლა, ამას იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ. დამ­დეგს ძი­რი­თა­დად, ქუ­ჩა­ში ვე­გე­ბე­ბი.

- ახა­ლი წლის ღა­მეს სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბის ტრა­დი­ცია მოგ­წონს?

- ახა­ლი წლის ღა­მეს ყო­ველ­თ­ვის ერ­თი სურ­ვი­ლი მაქვს. ვამ­ბობ: მინ­და, ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წე­ლი მქონ­დეს-მეთ­ქი.

- გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა თუ იცი?

- სხვა­თა შო­რის, გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან მი­ად­ვილ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ნი­გო­ზი კარ­გად დაჭ­რა, მე­რე კარ­გად გა­ა­სუფ­თაო... უნ­და ეცა­დო, თაფ­ლი არ და­გეწ­ვას. მოკ­ლედ, სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის­თ­ვის გო­ზი­ნაყს ყო­ველ­თ­ვის თა­ვად ვამ­ზა­დებ.

- სა­ცი­ვის მომ­ზა­დე­ბაც გე­ხერ­ხე­ბა?

- სა­ცივს ხში­რად არ ვამ­ზა­დებ, მაგ­რამ რო­ცა მო­მიმ­ზა­დე­ბია, ყო­ველ­თ­ვის აღუ­ნიშ­ნავთ, რომ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის.

- შენს შვილს თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის თუ სჯე­რა?

- ამ­ბობს, მჯე­რაო, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, უკ­ვე გა­ი­ზარ­და და თოვ­ლის ბა­ბუ­ის­თ­ვის წე­რი­ლე­ბის მი­წე­რის ასა­კი­დან გა­მო­ვი­და (ი­ცი­ნის).

"მინ­და, ეს სადღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბი­ლე­ბა დიდ­ხანს იგ­რ­ძ­ნო­ბო­დეს"

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ახა­ლი წე­ლი ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, მის შე­მობ­რ­ძა­ნე­ბას ყო­ველ­თ­ვის სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბი. რაც მთა­ვა­რია, 2014 წელს იმე­დი­ა­ნად, კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბით შევ­ხ­ვ­დე­ბი.

- ნაძ­ვის ხე თა­ვად მორ­თე?

- ტა­ი­სი­ას თხოვ­ნით, ნაძ­ვის ხე დი­დი ხნის წინ მოვ­რ­თე. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და. სა­ერ­თოდ, სა­ა­ხალ­წ­ლო მორ­თუ­ლო­ბე­ბი ისე მიყ­ვარს, რომ მინ­და, ეს სადღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბი­ლე­ბა დიდ­ხანს იგ­რ­ძ­ნო­ბო­დეს.

- 2014-ს სად ან ვის­თან ერ­თად შე­ე­გე­ბე­ბი?

- 2014 წელს, რო­გორც ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი, მეც ქუ­ჩა­ში, კონ­ცერ­ტ­ზე შე­ვე­გე­ბე­ბი. აღარც კი მახ­სოვს, ბო­ლოს რო­დის შევ­ხ­ვ­დი ახალ წელს სახ­ლ­ში.

- მეკ­ვ­ლე თუ გყავს შერ­ჩე­უ­ლი?

- მეკ­ვ­ლე ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვია. იმე­დი მაქვს, წელს ჩვე­ნი მეკ­ვ­ლე "კარ­გი ფე­ხის" მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ოჯახ­ში სი­ხა­რულ­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას მოგ­ვი­ტანს.

- თა­ვად თუ ხარ რო­მე­ლი­მე ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში მეკ­ვ­ლედ მიწ­ვე­უ­ლი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლი წლის ღა­მეს ვერც ერთ მე­გო­ბარ­თან ვერ მო­ვა­ხერ­ხებ მის­ვ­ლას, ბევრ კონ­ცერ­ტ­ში მო­მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა თუ იცი? სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის­თ­ვის რო­მელ კერძს ამ­ზა­დებ ხოლ­მე?

- სა­ერ­თოდ, სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვამ­ზა­დებ. რო­გო­რი გა­მომ­დის, ეს უკ­ვე სხვებს უნ­და ჰკითხოთ. თუმ­ცა წელს, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­ხალ­წ­ლო სამ­ზა­დის­ში ვერ ჩა­ვერ­თ­ვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა გო­ზი­ნაყს, ამ ნუგ­ბარს ყო­ველ­თ­ვის ბე­ბია ამ­ზა­დებს და მე­რე ჩვენც გვიგ­ზავ­ნის ხოლ­მე. იმე­დია, ამ ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ და­არ­ღ­ვევს.

- ტა­ი­სი­ამ თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი მის­წე­რა?

- რა თქმა უნ­და, ამა­ზე უკ­ვე იზ­რუ­ნა.

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, გვითხა­რი, რა სთხო­ვა?

- "ა­ი­ფონ 5" სთხო­ვა (ი­ცი­ნის).

- რო­გორ ფიქ­რობ, თოვ­ლის ბა­ბუა ტა­ი­სი­ას ამ სურ­ვილს შე­უს­რუ­ლებს?

- ვი­ნა­ი­დან ტა­ი­სია ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, თოვლის ბა­ბუა ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა, სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლოს.

სო­ფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება