რა­ტომ და­ა­მახ­სოვ­რ­დე­ბა ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას 2013 წე­ლი ცუ­დად

რა­ტომ და­ა­მახ­სოვ­რ­დე­ბა ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას 2013 წე­ლი ცუ­დად

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა ისე­ვე, რო­გორც ბავ­შ­ვო­ბა­ში, ახ­ლაც სი­ხა­რუ­ლით ელო­დე­ბა ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს. დღემ­დე სჯე­რა, რომ თუ ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნურ ღა­მეს სურ­ვილს ჩა­ი­ფიქ­რებს, აუცი­ლებ­ლად აუს­რულ­დე­ბა.

- ორი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს: ახა­ლი წე­ლი და აღ­დ­გო­მა. ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად დე­კემ­ბ­რის და­საწყი­სი­დან­ვე ვემ­ზა­დე­ბი. დე­კემ­ბე­რი და იან­ვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს, რად­გან სწო­რედ ამ თვე­ებ­ში გაჩ­ნ­დ­ნენ ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი. ასე რომ, ზე­ი­მი­სა და კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე სა­ბა­ბი მაქვს.

- ახა­ლი წლის­თ­ვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი?

- ვი­ნა­ი­დან ამ დღე­სას­წა­ულ­ზე ძველ წელს ვა­ცი­ლებთ და ახალს ვე­გე­ბე­ბით, ვყი­დუ­ლობთ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ა­ხალ­წ­ლოდ გვჭირ­დე­ბა. სახლს ბრჭყვი­ა­ლა, ფე­რად-ფე­რა­დი წვი­მე­ბით ვრთავთ და გან­წყო­ბი­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სად, ამაღ­ლე­ბუ­ლი გვაქვს.

- ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად რომ და­გი­რე­კე, მითხა­რი, ნაძ­ვის ხეს ვრთა­ვო. მარ­ტოს გი­წევს მორ­თ­ვა თუ სხვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ?

- რო­ცა ნაძ­ვის ხე უნ­და მოვ­რ­თოთ, იმ დღეს სახ­ლ­ში დი­დი ზე­ი­მი გვაქვს. მე და რა­მა­ზი ახალ სა­თა­მა­შო­ებს ერ­თად ვარ­ჩევთ, ვყი­დუ­ლობთ და მე­რე ნაძ­ვ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერ­თად ვრთავთ. წელს მის გაწყო­ბა­ში გო­გო­ნე­ბიც "გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ" - ბევ­რი სა­თა­მა­შო და­ამ­ტ­ვ­რი­ეს (ი­ღი­მის). პა­ტა­რე­ბი არი­ან და ჯერ გა­ფუ­ჭე­ბის გარ­და, არა­ფე­რი ეხერ­ხე­ბათ. მორ­თუ­ლი და გა­ნა­თე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე ძა­ლი­ან მოს­წონთ. გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით უყუ­რე­ბენ და ეს მეც კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს.

- ახალ წელს მეკ­ვ­ლედ ვის ელო­დე­ბით?

- მეკ­ვ­ლე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და თა­ვა­დაც არა­ვის ვე­ლო­დე­ბი. არ მჯე­რა მეკ­ვ­ლე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ის.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ჩუ­ქარს თუ უმ­ზა­დებთ?

- სა­ჩუ­ქა­რი, რა დრო­საც უნ­და მო­გარ­თ­ვან, ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოა. მომ­წონს, რო­ცა რა­ღა­ცას მჩუქ­ნი­ან და ისიც მომ­წონს, რო­ცა სხვას ვა­ხა­რებ... სა­ა­ხალ­წ­ლოდ ნაძ­ვის ხის ქვეშ ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს ხვდე­ბა სა­ჩუ­ქა­რი. წელს მე და რა­მაზ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თოვ­ლის ბა­ბუ­ი­სა და "სნე­გუ­როჩ­კას" ფორ­მა მო­ვირ­გოთ და გო­გო­ნე­ბი თა­ვად გა­ვა­ხა­როთ.

- რა­მა­ზი ძი­რი­თა­დად, რას გჩუქ­ნის ხოლ­მე?

- წი­ნას­წარ არას­დ­როს ვი­ცი, რა უნ­და მა­ჩუ­ქოს. ვფიქ­რობ, ამ ახალ წელს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს მო­ი­ფიქ­რებს, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის სა­ჩუ­ქარ­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი - მი­სი ყუ­რადღე­ბაა. ცა­რი­ე­ლი ფურ­ცე­ლიც რომ მა­ჩუ­ქოს, გა­მი­ხარ­დე­ბა.

- პა­ტა­რა­ო­ბი­სას თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის გჯე­რო­და? მის­თ­ვის ოდეს­მე, წე­რი­ლი თუ მი­გი­წე­რია?

- მე ყვე­ლა ზღაპ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის არ­სე­ბო­ბის მჯე­რო­და და დღემ­დე ასეა. მჯე­რა, რომ ცხოვ­რე­ბა სავ­სეა სი­ურ­პ­რი­ზე­ბი­თა და ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბე­ბით; მჯე­რა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ჯა­დოს­ნ­უ­რი ჯო­ხი... მაგ­რამ თოვ­ლის ბა­ბუ­ის­თ­ვის წე­რი­ლი არა­სო­დეს მი­მი­წე­რია. რო­ცა ჩე­მი შვი­ლე­ბი წა­მო­იზ­რ­დე­ბი­ან, აუცი­ლებ­ლად მი­ვა­წე­რი­ნებ წე­რილს და შე­ვეც­დე­ბი, დიდ­ხანს და­ვა­ჯე­რო თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბა.

- ახალ წელს სად შეხ­ვ­დე­ბი?

- ტრა­დი­ცია გვაქვს: დამ­დეგს ყო­ველ­თ­ვის შინ ვე­გე­ბე­ბით, მე­რე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ვართ. ყო­ვე­ლი ახა­ლი წე­ლი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ 2010-ის შე­მობ­რ­ძა­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რ­და, რად­გან მა­შინ უკ­ვე გო­გო­ნა მყავ­და, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც ორი კვი­რის იყო. მახ­სოვს, პა­ტა­რა დავ­ტო­ვე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში წა­ვე­დი. ვერ­თო­ბო­დი, კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ დრო­დად­რო ვერ ვის­ვე­ნებ­დი. ვგრძნობ­დი, ჩე­მი პა­ტა­რა რო­დის იღ­ვი­ძებ­და, რო­დის ში­ო­და, რო­დის ვე­ნატ­რე­ბო­დი. ეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი გრძნო­ბა იყო, რომ რა­მაზ­საც ვუ­ზი­ა­რებ­დი. ის არ მი­ჯე­რებ­და და სახ­ლ­ში რე­კავ­და, ჩემს სიტყ­ვებს ამოწ­მებ­და. უნ­და გითხ­რათ, რომ არც ერ­თხელ არ შევ­მ­ც­დარ­ვარ და ჩე­მი დე­დობ­რი­ვი ინ­ს­ტინ­ქ­ტი ყო­ველ­თ­ვის ამარ­თ­ლებ­და. იმ ღა­მით იმა­შიც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ დე­დაშ­ვი­ლო­ბა მარ­თ­ლაც, სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა ყო­ფი­ლა. მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა დე­დას და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო დამ­დე­გი ახა­ლი წე­ლი. მინ­და, ყვე­ლა ცრემ­ლე­ბამ­დე ბედ­ნი­ე­რი იყოს!

- სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის გაშ­ლა­ში მე­უღ­ლე თუ გეხ­მა­რე­ბა?

- ვფიქ­რობ, სუფ­რის გაშ­ლა კა­ცის საქ­მე არ არის. სა­ა­ხალ­წ­ლო კერ­ძებს დე­დამ­თილ­თან და დე­დას­თან ერ­თად ვამ­ზა­დებ, მე­რე სუფ­რა­საც ერ­თად ვშლით. ჩვენს სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რას ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ცი­ვი და გო­ზი­ნა­ყი ამ­შ­ვე­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბა არ ვი­ცი, მაგ­რამ ამ ნუგ­ბა­რის ჭა­მა კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- სა­ა­ხალ­წ­ლო სამ­ზა­დის­ში შო­პინგს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- შო­პინ­გი ჩე­მი სუს­ტი წერ­ტი­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი სა­მო­სის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა და ამ შანსს ხე­ლი­დან არც სა­ა­ხალ­წ­ლოდ ვუშ­ვებ (ი­ღი­მის).

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ სა­მო­სის შე­ძე­ნი­სას ას­ტ­რო­ლო­გე­ბის რჩე­ვას თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- მო­დას და ას­ტ­რო­ლო­გე­ბის რჩე­ვას არა­სო­დეს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ვყი­დუ­ლობ იმას, რაც მომ­წონს და მიხ­დე­ბა.

- რო­გო­რი იყო შე­ნი ოჯა­ხის­თ­ვის 2013 წე­ლი?

- ეს წე­ლი სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცუ­დად და­მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა, რად­გან დი­დი ტრა­გე­დია დაგ­ვატყ­და თავს: და­ი­ღუ­პა ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი, ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი. ამ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტ­მა ყვე­ლა კარ­გი ამ­ბა­ვი დაჩ­რ­დი­ლა.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება