ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...

 ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...

''რეიტინგის'' წინა, 23 დეკემბრის ნომერში გავხსენით ჩვენი ჟურნალის ნომინაციების პირველი ბლოკი. შეპირებისამებრ, ამ ნომერშიც გთავაზობთ მასალის გაგრძელებას. თვალი გადავავლოთ, კიდევ ვინ გამოირჩეოდა გასული წლის განმავლობაში სკანდალებით, საინტერესო თუ დამაინტრიგებელი ამბებით.

წლის ქორწინება

აქ ძალიან ბევრი ნომინანტი გვყავს. ამ კუთხით 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვი გახლდათ. გაგვითხოვდა რუსეთში მოღვაწე ქართველი ლამაზმანი ქეთა თოფურია, რომელმაც ბედი ლევ გეიხმანს, ყაზახ მილიონერს დაუკავშირა. ქეთას ორი საქორწილო კაბა ინტერნეტში საკმაოდ დეტალურად განიხილეს მოდის მოყვარულებმა, მთლიანად ცერემონია დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ქართველ მომღერალს სიძემ დიდი საჩუქარი გაუკეთა და სიურპრიზად საყვარელი შემსრულებელი, დაიანა კინგი ჩაუყვანა ქორწილში. რასაკვირველია, ამ დიდ თავყრილობას რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის, პრიმა, ალა პუგაჩოვაც ესწრებოდა, რომელმაც, მეუღლესთან ერთად, ქეთას საკმაოდ მოკრძალებული ნივთი, ლარნაკი უსახსოვრა.

მიმდინარე წელი ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ელისო ჩაფიძისთვისაც, რომლის გათხოვებას თვით ბიძინა ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და მის ხაჭაპურებს გვიქებდა. ხუმრობა იქით იყოს და, ელისომ მართლაც იპოვა თავისი ბედნიერება ქუთაისელ დავით მიქაბერიძესთან და ქორწილის ფოტოებიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ლალი მოროშკინა წელს მესამედ გათხოვდა და ირაკლი ჯაფარიძეზე დაქორწინდა. როგორც ლალი ამბობს, ის საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანია, რასაკვირველია, ესმის, რომ ცოლად ცნობილი ადამიანი მოიყვანა, თუმცა თავიდან გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ სადმე გამოჩენისას ყველა თვალს აყოლებდა. ლალი გათხოვებიდან რამდენიმე ხანს პრესას გაურბოდა, პირველი ინტერვიუ კი თავისი ქორწინების შესახებ ჩვენს ჟურნალს მისცა.

მუსიკოსმა ტარიელ სუარმა ხელი რჩეულს, ეპატაჟურ ტელეწამყვან ია ფარულავას, პირდაპირ ''ნიჭიერის'' სცენიდან სთხოვა. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, ჟურნალისტებმა ამ საინტერესო ეპიზოდის შესახებ შევიტყვეთ და იას გათხოვების ამბავიც თბილისს სწრაფად მოედო.

''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი კატო, ლელა მებურიშვილი ცოლად დავით საგანელიძის ძმისშვილს, ბაჩოს გაჰყვა. სხვათა შორის, ''რეიტინგი'' გახლდათ პირველი ჟურნალი, რომელმაც წყვილის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და მათი სიყვარულის ამბავი მკითხველს შეატყობინა. მართალია, ლელამ ჩვენთან უარყო, რას ამბობთ, ჭორებს ნუ აჰყვებითო, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს ამბავი დადასტურდა. სხვათა შორის, ასე ბევრი ჩვენ მიერ დაწერილი ნიუსი აღმოჩენილა სიმართლე.

კიდევ ერთი წყვილი, რომელიც წელს შეიქმნა, შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის წყვილი გახლავთ. ამ ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, იმაზე, რა პერიოდში და როგორ დაიწყო, შალვაც და ხატიაც საუბარს ერიდებიან. ალბათ, იმიტომ, რომ შალვა თავის პირველ მეუღლეს, თეა აბაშმაძეს, გაშორებული არ იყო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შალვამ და ხატიამ ხელი მოაწერეს და ჯვარი დაიწერეს.

წლის კუტუნიო

ტოტო კუტუნიო, ალბათ, ერთადერთი არ არის, ვინც ამგვარ ნომინაციაში გაიმარჯვებდა, მაგრამ სალომე ქათამაძისთვის დაბალი ქულის დაწერის გამო ყოველ მეორე ქართველს პირზე სწორედ კუტუნიოს გვარი ეკერა, ოღონდ ცოტა შემოკლებული ვარიანტი. ''ახალ ტალღაზე'' ქართველი კონკურსანტის გამოსვლისას, როცა სალომე დუეტ ''ჯორჯიასთან'' ერთად სიმღერას ასრულებდა, ტოტოს ჩაეძინა, მოგვიანებით გაეღვიძა და გაურკვეველი ქულაც დაწერა, რითაც არა მხოლოდ ქართველი საზოგადოების რისხვა დაიმსახურა. მოგვიანებით მან ქართველ კონკურსანტს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა რაღა დროსი იყო? სალომე მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება