ანრი ჯოხაძე "შავ სიებზე", წაგებულ შოუსა და ბერა ივანიშვილის შემოქმედებაზე

ანრი ჯოხაძე "შავ სიებზე", წაგებულ შოუსა და ბერა ივანიშვილის შემოქმედებაზე

ან­რი ჯო­ხა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბას ყო­ველ­თვის ახერ­ხებს. 2013 წლის ბო­ლოს მან კი­დევ ერ­თხელ გა­ა­ო­ცა სა­ზო­გა­დოე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ჯი დი ეს­ზე" გა­და­ცე­მა "ერ­თი ერ­თში" მორ­გე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მომ­ღერ­ლის იმი­ჯით. ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ პრო­ექტს ან­რი მო­ი­გებ­და, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და და მომ­ღე­რალს მე­სა­მე ად­გი­ლი ხვდა წი­ლად.

- 2013 ჩემ­თვის კარ­გი წე­ლი იყო. გუ­შინ გა­და­ვავ­ლე თვა­ლი ჩემს ნა­მუ­შევ­რებს და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბევ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წინ­სვლა მქონ­და. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტი იყო "უ­სიყ­ვა­რუ­ლოდ", ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში - "ერ­თი ერ­თში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მან­ქა­ნაც მო­ვი­გე. ვინც კი მხვდე­ბა, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, შენ გა­მო ვუ­ყუ­რებ­დით ამ პრო­ექ­ტსო.

- თუმ­ცა ადგილები სხვა­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და...

- ოთხ­ე­ულ­ში ვინც მოვ­ხვდით, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვართ. ისე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა ელე­ნეს გა­მარ­ჯვე­ბას, უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, მეც ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. რას იზამ, თა­ვის დრო­ზე, რე­ვაზ ლა­ღი­ძის "თბი­ლი­სოს" ერ­თ-ერთ კონ­კურ­სზე მე­სა­მე ად­გი­ლი ხვდა წი­ლად...­ ამ­ხე­ლა ის­ტე­რი­კას, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ატყ­და, ჯობ­და, ერ­თი ეს­-ემ­-ე­სი გა­მო­ეგ­ზავ­ნათ.

- გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლი ხარ?

- არა, არა, ნამ­დვი­ლად არა. ამით რა შე­იც­ვლე­ბა, ისევ მე დავ­რჩე­ბი გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლი (ი­ცი­ნის). რა თქმა უნ­და, მე­კუთ­ვნო­და გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ელე­ნე­ზე ან და­თო­ზე ცუ­დი ვთქვა, რო­გორც ეს ჩვენ­შია მი­ღე­ბუ­ლი. თუ გინ­და, ბო­ლომ­დე და­უდ­გე გვერ­დით შენს ფა­ვო­რიტს, მხა­რი უნ­და და­უ­ჭი­რო, ასე მოხ­და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის შემ­თხვე­ვა­შიც. მაგ­რამ რას ვი­ზამთ, არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ უცხო ადა­მი­ან­მა და­უ­მე­სი­ჯოს სა­კუ­თარ რჩე­ულს. "ერ­თი ერ­თში" ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლეს პრო­ექ­ტად დარ­ჩე­ბა, ვფიქ­რობ, რო­გორც არ­ტის­ტმა, ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი წარ­მო­ვა­ჩი­ნე და ად­გილს მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. მე­უბ­ნე­ბი­ან, შე­ნს ნიჭს საზღ­ვარი არა აქ­ვსო და ამა­ზე დი­დი კომ­პლი­მენ­ტი რა­ღა იქ­ნე­ბა!

- ამ პრო­ექ­ტში და­თო გო­მარ­თე­ლის გა­მო­ჩე­ნას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

- გო­მარ­თე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი­ა. მე არ ვარ პო­პუ­ლა­რო­ბის ინ­დი­კა­ტო­რი. პრო­ექ­ტის აღ­მო­ჩე­ნა იყო ნუ­ცა ბუ­ზა­ლა­ძე, რო­მელ­ზეც "შეთხ­ლე­ში­ლი" იყო მთე­ლი თბი­ლი­სი. ყვე­ლა მე­კითხ­ე­ბო­და, ვინ არის ეს პა­ტა­რა ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ო. ვის უფ­რო მე­ტი პო­პუ­ლა­რო­ბა და რე­ი­ტინ­გი აქვს, ამის პასუხად ერთი ქარ­თულ გა­მოთ­ქმას მო­ვიშ­ვე­ლი­ებ - "წი­წი­ლებს შე­მოდ­გო­მა­ზე ით­ვლი­ან". ტა­ლან­ტის პრო­პა­გან­დით და შრო­მით უნ­და მო­ი­პო­ვო პო­პუ­ლა­რო­ბა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი.

- ბე­რა ივა­ნიშ­ვილ­თან თუ გქონ­და შე­ხე­ბა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას?

- პრო­ექ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში არა, ისე კი. რა შე­ხე­ბა უნ­და მქო­ნო­და, ის ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა პრო­ექ­ტში.

- მოგ­წონს მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა?

- რა­ღაც­-რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს. აქვს სიმ­ღე­რე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს.

- მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი?

- გავ­გიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა "სუმ­მერ­ტი­მე".

- დი­დი სკან­და­ლი ატყ­და სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის წინ, მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ მათ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, კერ­ძოდ კი, მა­რი­ნა ბე­რი­ძე ბლო­კავს. რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვს ე.წ. შავ სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ეს სკან­და­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი იყო. ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს მა­რი­ნას­თან მე­გობ­რო­ბას და მის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლო­ბას, მაგ­რამ ის სა­ერ­თოდ არ იყო ჩარ­თუ­ლი ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. უბ­რა­ლოდ, გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და, ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცას ენა მი­უ­ტა­ნა, მა­რი­ნამ დაგ­ბლო­კაო და ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. ვის მო­ეჩ­ვე­ნა, რომ მა­რი­ნა იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, არ ვი­ცი. უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ ჩა­რე­უ­ლი მე­რი­ი­დან და "ალ­ტერ­ვი­ჟენ ჯგუ­ფი­დან". სა­ეჭ­ვო ნი­ჭის 3-4 მომ­ღერ­ლის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე გა­მოყ­ვა­ნა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე ხვდე­ბა ისე­თი ხალ­ხი, ვინც სა­ერ­თოდ არ უნ­და იდ­გეს სცე­ნა­ზე. ამ ფონ­ზე უფ­რო საწყ­ე­ნი­ა, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი რომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­ცერ­ტში. ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­ზე ვგიჟ­დე­ბი, მა­გა­ზე მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლი არ გვყავს, ხვალ შე­იძ­ლე­ბა მი­სი შვი­ლი იყოს ასე­თი. თუ ლი­ზა და ნა­ტო მღე­როდ­ნენ, ეკას რა­ტომ არ და­უ­ძა­ხეს?

- შენ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან?

- ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან ოდეს­მე შე­ხე­ბა მქო­ნი­ა. არა­სო­დეს ვმდგარ­ვარ სა­მი­ნის­ტროს კარ­თან თხოვ­ნით, ნი­ჭი­ე­რი ვარ და აქეთ­-იქით მა­ტა­რეთ­-მეთ­ქი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­შინ­დე­ლი და ახ­ლან­დე­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ჩემ­თვის სუ­ლერ­თი­ა. ცო­ტა სა­სა­ცი­ლოა ეს ე.წ. შა­ვი, წი­თე­ლი და მწვა­ნე სი­ე­ბი. "მტრის ხა­ტის" შექ­მნა მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ე­ბით, ვინ­მე ლე­ლა კი­ლა­ძე­ე­ბით და ა.შ. არ შე­იძ­ლე­ბა. დღეს ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, რი­თაც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

- თუ ჰო­ნო­რა­რი არ ექ­ნე­ბათ, სიმ­ღე­რას ან კლიპს რო­გორ შექ­მნი­ან?

- გა­ნა რამ­დე­ნი უნ­და აი­ღოს მომ­ღე­რალ­მა ერთ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში? თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზეც კი არ ე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ყვე­ლა მომ­ღე­რალს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვსვამ კითხ­ვას - ერ­თი კონ­ცერ­ტის ჰო­ნო­რა­რით რამ­დე­ნი სიმ­ღე­რა უნ­და ჩა­წე­როს მომ­ღე­რალ­მა? მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს არას­წო­რი თვით­გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და, რა თქმა უნ­და, ცუ­დი­ა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება