რობერტ სტურუას ვარსკვლავებზე ასფალტის გადასხმის სურვილი აქვს: "სამარცხვინო, მბჟუტავი ვარსკვლავებით მოჭედეს თეატრების შესასვლელები!"

რობერტ სტურუას ვარსკვლავებზე ასფალტის გადასხმის სურვილი აქვს: "სამარცხვინო, მბჟუტავი ვარსკვლავებით მოჭედეს თეატრების შესასვლელები!"

რეჟისორმა რობერტ სტურუამ ცნობილი ქართველი მსახიობებისთვის გახსნილ ვარსკვლავებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საჯაროდ პირველად გამოხატა. "ჩემი ნება რომ იყოს, მოვიყვანდი მანქანას და ასფალტს გადავასხამდი ვარსკვლავებს", - ამბობს სტურუა.

"ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება იმ პროვინციული ვარსკვლავების მიმართ, თბილისის ტროტუარები რომ აავსეს თეატის, კულტურის სამინისტროს, მერიის მესვეურების სურვილით, ვითომ და - ჰოლივუდზე უარესი ვართო?

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვარსკვლავი დიდი რამაზ ჩხიკვაძისათვის უნდა გაეხსნათ, მაშინაც კი ხმალამოღებული ვებრძოდი მთავრობას, მიჭირდა, მაგრამ მაინც არ ვმალავდი ჩემს აღშფოთებას! სხვათაშორის რამაზიც იგინებოდა: გასაგები იყო - სახალხო არტისტის წოდებების სანაცვლოდ ეს სამარცხვინო, მბჟუტავი ვარსკვლავებით მოჭედეს ლამაზი საქართველოს თეატრების შესასვლელები!ვიცი, არავინ მომცემს ამის უფლებას, მაგრამ დღესვე ავკრძალავდი, მოვიყვანდი მანქანას და ასფალტს გადავასხამდი. ვიღაცა ქაჯების ციხეს ეძებს - მე მივასწავლი! გილოცავთ ქართული თეატრის დღეს და ბედობას!", - წერს რობერტ სტურუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ | რობერტ სტურუა: კანტზე რომ საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი... რა დროს დემოკრატიაა!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება