მხურვალე კოცნის შემდეგ ჩაწერილი პირველი ინტერვიუ ქრისტინე იმედაძესთან

მხურვალე კოცნის შემდეგ ჩაწერილი პირველი ინტერვიუ ქრისტინე იმედაძესთან

"ახალი ხმის" საფინალო შოუზე მომღერალი ქრისტინე იმედაძე გამოჩნდა. ის ერთ-ერთ კონკურსანტს, ნიკა ლაზარიაშვილს (სტეფანეს გუნდიდან) ეხმარებოდა. მათ მაყურებელს ეფექტური ნომერი შესთავაზეს... დუეტის სცენაზე ერთად გამოჩენა კი მხურვალე კოცნით დასრულდა... "ამბები.გე" ქრისტინე იმედაძეს დაუკავშირდა.

- ქრისტინე, როგორ აღმოჩნდი "ახალი ხმის" საფინალო შოუზე?

- სტეფანემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გავარკვიე, კონკრეტულად რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება და დავთანხმდი. გარდა იმისა, რომ სტეფანე ჩემი მეგობარია, მისი როგორც პროდიუსერის გემოვნებას ბრმად ვენდობი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საინტერესო ნომერს მოამზადებდა.…

- მანამდე თუ იცნობდი "ახალი ხმის" კონკურსანტს და ფინალისტს - ნიკა ლაზარიაშვილს?

- ნიკა ლაზარიაშვილს არ ვიცნობდი, რეპეტეციებზე გავიცანი და იქ დავმეგობრდით. არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალია. ნომერზე მუშაობა და რეპეტიციები ძალიან სახალისო იყო. ყველანი გავერთეთ და როგორც გამოხმაურებებიდან ჩანს, მაყურებელს შედეგი მოეწონა.

- კარგი ნომერი გამოვიდა... ფინალში თქვენი კოცნის სცენამ კი მთელი სოციალური ქსელი მოიარა. კოცნა წინასწარ იყო დადგმული თუ სპონტანურად მოხდა ყველაფერი?

- კი, ჩვენი დუეტის საფინალო სცენა დადგმული იყო. ამ სიმღერას ბოლოში მოულოდნელობა უხდება. ამიტომაც მისი ასე დასრულება გადავწყვიტეთ. სიმღერის ეთერში გასვლის შემდეგ, ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. ყველას დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, თუ ლამაზი და საინტერესო ნომერი გამოგვივიდა.

- როდესაც ორი საპირისპირო სქესის ადამიანი სცენაზე ერთად ნომრის შესასრულებლად გადის, მაყურებელს ყოველთვის უჩნდება ეჭვი, რომ სიმღერის გარდა, ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან გარკვეული გრძნობაც აკავშირებს... რას იტყვი, შენი და ნიკას ურთიერთობას სამომავლოდ რა პერსპექტივა აქვს?

- კი, ალბათ ჩვენზეც იტყვიან რაღაცას და იფიქრებენ (სიცილით ამბობს)... მე და ნიკა კარგი მეგობრები აუცილებლად ვიქნებით...

- როგორ ფიქრობ, ნიკას ჰქონდა თუ არა გამარჯვების შანსი?

- ჩემი აზრით, ნიკას გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, თანაც იმდენად საინტერესო და განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს, ნამდვილად მოირგებდა "ახალი ხმის" გამარჯვებულის სტატუსს...

- რაც შეეხება "ახალ ხმას", გამარჯვებულ კონკურსანტს, მარი ჩაჩხიანს, როგორ გგონია, დამსახურებულა გაიმარჯვა?

- "ვოისის" ფორმატი ძალიან მომწონს. მწვრთნელები ჩემი მეგობრები არიან და ბუნებრივია, ამ კუთხითაც ძალიან მომწონს ეს შოუ, რადგანაც ყველა მიყვარს. ბუნებრივია, მე ნიკას გამარჯვება მინდოდა, თუმცა გულწრფელად ვულოცავ წარმატებას პროექტის გამარჯვებულს და მასთან ერთად, სხვა ფინალისტებსაც წინსვლას ვუსურვებ.

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება