Valentino-ს 2014 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექცია

 Valentino-ს 2014 წლის  გაზაფხული - ზაფხულის კოლექცია

პარიზის მოდის კვირეულზე სამოდელმა სახლმა Valentino-მ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.  აღსანიშნავია, რომ იტალიური სამოდელო სახლის ჩვენებებს პუბლიკა განსაკუთრებულად ელოდება.

ახალ სეზონში Valentino დარჩა ნატიფი და ელეგანტური სილუეტის ერთგული - მისი დიზაინერების ხელწერა არ ჰგავს დანარჩენი სამოდელო სახლების შექმნილ ნამუშევრებს. კოლექციის შთაგონებების წყაროა ოპერა. სამოდელო სახლმა აქცენტი კვლავ ცივ ჩრდილებზე გააკეთა. ბორდოსფერი, ყავისფერი, დახვეწილი ნაცრისფერი და პასტელური ჩალისფერი - დიზაინერებმა ამ ფერებზე გააკეთეს აქცენტები.

კვირეულზე კოლექცია მარია გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიჩოლიმ წარმოადგინეს, რომლებიც სამოდელო სახლ Valentino-სთვის მუშაობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება