ბენედიქტ კამბერბეჩი სერგეი ბოდროვის ფილმში გამოჩნდება

ბენედიქტ კამბერბეჩი სერგეი ბოდროვის ფილმში გამოჩნდება

სერიალ "შერლოკის" ვარსკვლავს, ბენედიქტ კამბერბეჩს სერგეი ბოდროვი თავის ფილმში იღებს, - ექსკლუზიურ ინფორმაციას ჟურნალი variety ავრცელებს.

ამერიკულ ტრილერში - "სისხლიანი მთა" (Blood Mountain) ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი მთავარ როლს შეასრულებს. მსახიობი სამხედრო მოსამსახურეს განასახიერებს, რომელიც ტყვედ აყვანილი, განსაკუთრებით საშიში ტერორისტის მარტო გადაყვანის დავალებას მიიღებს.

ფილმის სცენარზე  მუშაობდა  ჯონ რომანო (The Lincoln Lawyer; Intolerable Cruelty).

სავარაუდოდ, ფილმის გადაღებები 2014 წლის აპრილში, მაროკოში დაიწყება. ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით, უცნობია.

ასევე იხილეთ: რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

მომზადებულია variety.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება