ოსბორნები ჟანა ფრისკეს დაეხმარებიან

ოსბორნები ჟანა ფრისკეს დაეხმარებიან

ჟანა ფრისკეს დასავლელმა კოლეგებმა მისი დახმარება გადაწყვიტეს. ლეგენდარული როკერის, ოზი ოსბორნის მეუღლე შერონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე მზად არიან ჟანა ფრისკეს მატერიალურად დაეხმარონ.

"გამარჯობა ჟანა, მე ვიცი შენი ისტორია და მინდა იცოდე, რომ მე და ჩემი მეუღლე მოსკოვში 1ივნისს ვიქნებით. ჩვენ შენთან შეხვედრა გვსურს, მაგრამ მანამდე გვსურს გამოგიგზავნოთ სამკურნალო თანხა",- ამბობს შერონ ოსბორნი თავის ვიდეომიმართვაში.

ასევე, შერონ ოსბორნმა ყველას, ვინც ვიდეორგოლს უყურებს მოუწოდა, დაეხმარონ რუს მომღერალს. როგორც ცნობილია, შერონს 12 წლის წინ სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა მან ავადმყოფობის დამარცხება მოახერხა.

შეგახსენებთ, იანვარში ცნობილი გახდა, რომ რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე მძიმედ ავადაა - მას თავის ტვინის სიმსივნე აქვს. ამჟამად მომღერალი მკურნალობას ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადის.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით,

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება