გვინეტ პელტროუ ქართველი დიზაინერის კაბაში

გვინეტ პელტროუ ქართველი დიზაინერის კაბაში

ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ  Hollywood Stands Up To Cancer event-ზე ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის, იგივე დევიდ კომას კაბით მივიდა. მსახიობმა ფოტოგრაფებისთვის ლურჯი კაბით იპოზიორა, რომელსაც შავი ტყავის სარტყელები აქვს.

ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ფრანგული მოდის სახლის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა. დიზაინერი ქალის ტანისამოსის ხაზს უხელმძღვანელებს, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში 55-ზე მეტი მაღაზია აქვს.

დევიდ კომას სამოსს ატარებენ ევა ლონგორია, ხლოე კარდაშიანი, ნატალია ვოდიანოვა, ჯენიფერ ლოპესი, ნაომი კემპბელი, ქეთი მელუა, ბიონსე, ლედი გაგა, რიანა, მეგან ფოქსი, კაილი მინოუგი, მაილი საირუსი, მარია შარაპოვა, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ჯენიფერ ლოურენსი.

მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება