სოფო ნიჟარაძის გასაიდუმლოებული ქორწინება რუსეთში

სოფო ნიჟარაძის გასაიდუმლოებული ქორწინება რუსეთში

ამ ბო­ლო დროს თბი­ლის­ში ჭო­რა­ო­ბენ, რომ სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე ყო­ფილ პარ­ტნი­ორ ან­დრეი ალექ­სან­დრინ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ან­დრე­ის­თან ერ­თად თა­მა­შობ­და სო­ფო "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში", რო­მე­ლიც წა­რ­­მა­ტე­ბუ­ლი მი­­უ­ზიკ­ლი იყო დი­დი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფო თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც რუ­სე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა და არა­ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 2008 წელს კი დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

რო­ცა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ მას­ზე ჰო­კე­ის­ტი პა­ველ ბუ­რე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­თი და­ო­ჯა­ხე­ბა არ შედ­გა. ინ­ფორ­მა­ცია ნი­ჟა­რა­ძის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­ი­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ფო­რუ­მებ­ზე გა­და­ვა­მოწ­მეთ. რო­გორც სა­ი­ტებ­ზე წე­რენ, მან და ან­დრეი ალექ­სან­დრინ­მა 2007 წელს იქორ­წი­ნეს. "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა და­ქორ­წინ­დნენ, "- სტა­ტი­ებს ამ სა­თა­უ­რით არა­ერთ რუ­სულ სა­იტ­ზე წა­აწყ­დე­ბით, რო­მე­ლიც 2007 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, რომ ქორ­წი­ლი "კარ­მა ბარ­ში" გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა მე­გობ­რე­ბი მი­იწ­ვია და მათ ახა­ლი პრო­ექ­ტი just married წა­რად­გი­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ ეს პრო­ექ­ტი კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი გახ­და რო­მე­ოს და ჯუ­ლი­ე­ტას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­ქორ­წი­ნე­ბი­სა, თუმ­ცა ისი­ნი მა­ლე­ვე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ერ­თ-ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფო­რუმ­ზე ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნის სიტყ­ვებ­საც წერს: "მე უკ­ვე რო­მე­ო-­ვე­ტე­რა­ნი ვარ. ამ როლს ვთა­მა­შობ 2004 წლი­დან. მე ოთხი პარ­ტნი­ო­რი-­ჯუ­ლი­ე­ტა მყავ­და. მე და სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე დავ­ქორ­წინ­დით. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა სა­მუ­და­მო, რო­გორც შექ­სპი­რის გმი­რე­ბის. გა­სულ წელს გა­ვი­ყა­რეთ, თუმ­ცა დღემ­დე ვმე­გობ­რობთ".

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას სო­ფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან შე­ვე­ცა­დეთ, მაგ­რამ ის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ამი­ტომ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ან­დრეი ალექ­სან­დრინს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ან­დრე­ი, ჟურ­ნა­ლის­ტი გა­წუ­ხებთ სა­ქარ­თვე­ლო­დან. გავ­რც­ელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თქვენ ად­რე სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე­ზე იყა­ვით და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მარ­თა­ლი­ა?

- არა, ეს პი­ა­რის­თვის გა­ვი­თა­მა­შეთ. ჩვენ ერ­თად ვთა­მა­შობ­დით "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" და ამის­თვის გა­ვი­თა­მა­შეთ.

- რა­ტომ დაგ­ჭირ­დათ ამის გა­თა­მა­შე­ბა, "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" ისე­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი იყო...

- იყო კონ­ცერ­ტე­ბი, სა­დაც სა­ჭი­რო იყო ამის გა­კე­თე­ბა. მე სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ან­ზე ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

- რუ­სულ სა­ი­ტებ­ზე ყვე­ლა ამის შე­სა­ხებ წერს...

- რას წე­რენ? ყვე­ლა­ფე­რი ფარ­სი­ა. მე და სო­ფო უკ­ვე და­ვი­ტან­ჯეთ, აღარ გვი­ხა­რი­ა, ეს ჭო­რი რომ გა­ვავ­რცე­ლეთ მა­შინ. სო­ფოს დიდ პა­ტივს ვცემ რო­გორც ადა­მი­ანს და მუ­სი­კოსს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება