სადუნიშვილის სკანდალები ამჯერად "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდება?

სადუნიშვილის სკანდალები ამჯერად "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდება?

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი რამდენიმე დღის წინ "რედისონში" გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტის ამპლუაში ისევ გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ თიკო ისევ ბრუნდება ტელევიზიაში, ოღონდ ამჯერად არხი შეიცვალა. ის გადაცემას "რუსთავი 2"-ზე წაიყვანს.

თიკო ბოლოს ”იმედზე” მუშაობდა, სადაც გადაცემა "თბილისი ლაივი" მიჰყავდა. გადაცემის პროდუსერი გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე იყო, რომელთანაც თიკოს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მან "ტელეიმედი" დატოვა.

– თიკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ზე ახალ გადაცემას წაიყვან?

– არა, ჯერჯერობით, პილოტს ვამზადებთ, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მოსამზადებელ გადაცემებს ვწერთ, თვის ბოლოს გაირკვევა, გავა თუ არა ჩემი გადაცემა "რუსთავი 2"-ზე.

– იგივე ჯგუფთან ერთად ამზადებ გადაცემას? იგივე შინაარსის იქნება, როგორიც იყო ”თბილისი ლაივი”?

– იგივე ჯგუფთან ერთად ვაკეთებ, გადაცემასაც იგივე სახელი დარჩება.

– ყველა ამბობს, რომ კულტურული ღონისძიებები თბილისში აღარ ტარდება, ამ პირობებში რთული არ იქნება ყოველკვირეულად "თბილისი ლაივის" მომზადება?

– მე მეგონა, რომ მართლა არაფერი ტარდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტარდება ღონისძიებები და მე არ მპატიჟებენ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი წიგნის პრეზენტაციაზე, კლუბები შემოგვაკლდა უბრალოდ.

– რატომ აღარ გპატიჟებენ, შენც პოლიტიკურ ცვლილებებს ხომ არ უკავშირებ ამას, როგორც სხვა ცნობილი ადამიანები?

– არა მგონია პოლიტიკის გამო იყოს ასე. ლოგიკურია, როცა რეიტინგული გადაცემის წამყვანი ხარ, საჭირო ფიგურა ხარ, შესაბამისად VIP-სიაში პირველ ადგილზე ხარ, მით უმეტეს შენს სფეროში, თუნდაც იმიტომ, რომ სიუჟეტი გააკეთო ან გააკრიტიკო ამა თუ იმ დიზაინერის ჩვენება. უფრო პრესტიჟულია ასეთი ადამიანის დაპატიჟება. გადაცემა არ მქონდა და იმიტომ არ მეპატიჟებოდნენ, ადეკვატურად ვიღებდი ამას, მაგრამ მაინც მწყინდა.

– სტუმრის სტატუსითაც არ გეპატიჟებოდნენ...

– ეს მეგობრობაზეა დამოკიდებული და არ მიკვირს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება