ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა

ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯულია რობერტსის უმცროსი ნახევარდა ნენსი მოტესი 37 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. ნენსი დეპრესიას და ჭარბ წონას ებრძოდა. გარდაცვლილი ნენსი ლოს-ანჯელესში იპოვეს.

"ნენსი მოტესის ოჯახი ძალიან დამწუხრებულია. ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი ნენსი ლოს-ანჯელესში გუშინ იპოვეს - ის ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. ოჯახი სასოწარკვეთილია", - განაცხადა ნენსის ოჯახის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ნენსიმ განაცხადა, რომ ჭარბი წონა მას ძალიან აწუხებდა და "ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრი იმის ფონზე იყო, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი მშვენიერი იყო".

"მე "ლამაზმანის" უმცროსი და ვიყავი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ჯულია მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი. ჯულიას ჩემი წონის გამო არ სურდა, მის გვერდით გამევლო. თუმცა, მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ერთადერთს ვითხოვ, რომ მხოლოდ ჯულიას უმცროსი მსუქანი დის სახელით არ მიცნობდნენ", - ამბობდა ნენსი.

ჯულია, ვოლტერ გრედი რობერტსისა და ბეტი ლოუს ქალიშვილია. მისი უფროსი ძმა ერიკიც და ლიზაც ცნობილი მსახიობები არიან. ჯულიას მშობლები მოგვიანებით განქორწინდნენ. დედამისი 1972 წელს მაიკლ მოტესზე გათხოვდა და ქალიშვილი ნენსი შეეძინათ.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება