ეკა კვალიაშვილი ახალ მუსიკალურ პროექტ „ორ ვარსკვლავში“ იმღერებს

ეკა კვალიაშვილი ახალ მუსიკალურ პროექტ „ორ ვარსკვლავში“ იმღერებს

46 წლის მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბებიობისთვის მზად არის, სავაჭრო ცენტრებში ბავშვების სექციებს სტუმრობს. ნუკას ბიჭი შეეძინა.

- ეკა, დიდი აჟიოტაჟი ატეხეთ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით. გვახსოვს ბრიფინგები, სადაც მომღერლები საპროტესტო გამოსვლებითაც კი იმუქრებოდით. რა ეტაპზეა ეს პროცესი?

- იურიდიულ ეტაპზეა ჩვენი პროტესტი. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

- სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში?

- ამის მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

- პროტესტის ძირითადი მიზეზი რა არის?

- შეურაცხყოფა, შეურაცხყოფილი ვართ მომღერლები ამ ქალის ვიგინდარული გამოსვლებით, უზრდელური დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ. შეიძლება, პირადი განწყობა გქონდეს ვინმეს მიმართ, მაგრამ ამით ხალხი არ უნდა შეაწუხო. მეც არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან, მაგრამ როცა საჯარო პირი ვარ, არ მაქვს უფლება, მას სახალხოდ შეურაცხყოფა მივაყენო, მისი საჯარო შეურაცხყოფების ფაქტები არსებობს, რომელიც თან დაერთვება საქმის მასალებს. კვალიაშვილი შეუმდგარი მომღერალიაო, ვინ არის კახა კუხიანიძე, არ ვიცნობ, არ გამიგიაო... კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რომ მუშაობ, შეიძლება, არ იცოდე, ვინ არის კახა კუხიანიძე?!

- თქვენი პროტესტის მიზეზი მხოლოდ მარინა ბერიძეა თუ ზოგადად, შოუბიზნესში შექმნილი კრიზისი?

- აქედან დავიწყეთ, იმიტომ, რომ ეს ქალი მთელი ცხოვრება ცუდად გვეხება. როცა იქნება, ხომ უნდა დამთავრდეს?! ხომ გინახავთ მედიცინის ემბლემა, გველი რომ არის ჭიქაზე შემოხვეული და შხამს რომ აწვეთებს შიგნით... რა ქნას, ეგეთი დაიბადა.

- მარინა ბერიძე ამბობს, რომ სიებს თავად არ ადგენს.

- სიებსაც ადგენდა, როცა "არტ-იმედში ვიყავით და გადასარევად უფუჭებდა საქმეს ადამიანებს. ამის ფაქტები არსებობს. ზოგადად, საქართველოში ზეპირსიტყვიერად წყდება საკითხები. ქაჯი არავინ არის, შენს დაბლოკვას ხელი მოაწეროს.

- ნახე საახალწლო კონცერტი, რომელზეც ვერ მოხვდით?

- ვნახე. ეს იყო ქართული სისხლის ყივილი (იცინის). ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა და რა მოისმინა ჩემმა ყურებმა!… მაგის იმედი არ ჰქონდეს მარინა ბერიძეს, რომ დიდი ხანი შეადგენს სიებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება