''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''

''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''

თათია სულუაშვილს ''რუსთავი 2''-ში ''კომედი შოუს'' ჩაწერის დღეს ვესტუმრეთ. ფოტოსესია ვასო ფხაკაძის კომენტარებისა და ხუმრობების ფონზე გაიმართა, რომელიც თათიას ტუჩების ''დაბურცვას'' სთხოვდა. ამის შემდეგ ინტერვიუს ჩასაწერად ოთახის დათმობა ქუთაისელ დათოიეს, იმავე თემუკა პატარიძეს ვთხოვეთ, თუმცა მიშა ანდღულაძემ იქაც მოგვაგნო და სამჯერ მაინც შემოგვეჭრა იმის თხოვნით, რომ ინტერვიუ მალე დაგვესრულებინა და თათია ჩაწერაზე ''გაგვეშვა''... ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მსახიობს ამ ეტაპზე მის მიერ განსახიერებულ ყველაზე პოპულარულ გმირზე, ნოდარის დედაზე ვესაუბრეთ, რომელიც შვილს მარადიულად სთხოვს ჭამას და თან ხელის დარტყმასაც არ ერიდება.

- საერთოდ, პერსონაჟებზე ჩვენ თვითონ ვფიქრობთ და ამ შემთხვევაშიც ნოდარის დედის გმირი ჩემი მოფიქრებულია. გეტყვი, საიდან მომივიდა იდეა. რამდენიმე თვის წინ მანქანა დავამტვრიე, დიდი ხანია, მეტროში არ ჩავსულვარ და იმ დღეს გადავწყვიტე მეტროთი მგზავრობა, ორჯერ გავყევი და გამოვყევი, ხალხს ვაკვირდებოდი.

მახსოვს, სტუდენტობისას გვავალებდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, რადგან ეს ძალიან კარგი საშუალებაა ტიპაჟების აღმოსაჩენად და ზოგადად, ადამიანებზე დაკვირვებისთვის. მრავლად ნახავთ ისეთ ქალს, როგორსაც მე ვასახიერებ, ასევე იქ შეხვდებით ქალებს ყოფითი პრობლემებით დამძიმებული და განადგურებული სახეებით. ჩვენს ქვეყანაში ქალი 40 წლის ზევით საკუთარ თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, უფრო შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, ან რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი და ამის თავი და ნერვები არ აქვს, შესაბამისად, საზოგადოების 60% ისეთი სახით დადის, როგორითაც ჩემი გმირი ფისო, ნოდარის დედა, თუმცა მის შემთხვევაში ტრავმის მიზეზი ქმარია, რის გამოც შვილს ჩაგრავს. ზოგადად, ვცდილობ, ისეთ ადგილებში ვიარო, სადაც შეიძლება ადამიანის შესწავლა, ამისთვის კარგი საშუალებაა თუნდაც ქორწილი. უკვე დაავადებული ვარ დაკვირვებით, სენი მჭირს. ყოფილა შემთხვევა, მე და ჩემი მეუღლე კაფეში ვმსხდარვართ და ნახევარი საათის განმავლობაში მიყურებია, როგორ კამათობდნენ შეყვარებულები.

- ნოდარის დედას ფისო რატომ დაარქვით?

- არ ვიცი - რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ფისო არ არის.

- რაც შეეხება ნოდარის დედის გარეგნობას, ჩაცმულობას, ამაზე ვინ ზრუნავს?

- მე. გრიმიდან დაწყებული, ჩაცმულობით დამთავრებული - ჩემი მოფიქრებულია. ამ ქალს ჩაცმის არანაირი სტილი არ აქვს და ამაში გარდერობიც ''უწყობს'' ხელს. ქუთაისში, ერთ-ერთ კონცერტზე ცეკვის ჩუსტებით გავედი, ანუ რაც მოხვდა ხელში ფისოს, ის ამოიცვა და კონცერტზე გავარდა. სხვათა შორის ნოდარის გარეგნობაზეც მე ვიზრუნე, გავიყვანე ოთახში და ისეთი დავაბრუნე უკან, როგორსაც ეკრანზე ხედავთ. რაც შეეხება ფრაზას – ''ჭამე, ნოდარი'', წინასწარ დაგეგმილი არ იყო, სკეტჩის ჩაწერის დროს მომაფიქრდა. ეს ქალი აწყობილია იმპროვიზაციაზე, არავინ იცის, როდის რა გააღიზიანებს და როდის რას მოიმოქმედებს, მათ შორის არც ჩვენმა მსახიობებმა. რაც უფრო დახუნძლულია სკეტჩი იმპროვიზაციებით, უფრო კარგი გამოდის. ჩაწერის დროს არავინ ელოდა, თუ ვინმეს ჩავარტყამდი და დღემდე არც ერთი მსახიობი არაა დაზღვეული, რომ მას არ მოხვდება ჩემი ხელი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება