"ჩემი კატა ტარიელის გიტარის ჩასადებში აფსამდა" - ია ფარულავა და ტარიელ სუარი დაძაბულ ურთიერთობაზე

"ჩემი კატა ტარიელის გიტარის ჩასადებში აფსამდა" - ია ფარულავა და ტარიელ სუარი დაძაბულ ურთიერთობაზე

ცოტა ხნის წინ თბილისში ხმები გავრცელდა, რომ ია ფარულავას და მის მეუღლეს, გიტარისტს, ტარიელ სუარს ურთიერთობა დაეძაბათ. დაძაბულობის მიზეზი კი იას საყვარელი კატა ზუზი გახდა. მსახიობი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ტაილანდიდან, სადაც სუროგაციის მიზნით იმყოფებოდა. სწორედ მაშინ, როცა ია საზღვარგარეთ იმყოფებოდა, კატა ცუდად გახდა და აივნიდან გადახტა.

ამბობენ, რომ ზუზი ია ფარულავას მეუღლეს ვერ იტანს და როცა თბილისში მარტო დარჩა, ჯერ საჭმელზე და წყალზე თქვა უარი, შემდეგ კი აივნიდან გადახტა. კატის გადარჩენა იას მეგობარმა, მიშა გასიტაშვილმა შეძლო, რომელმაც შინაური ოთხფეხა მეგობარი ექიმთან წაიყვანა. იამ მადლიერება მიშასადმი "ფეისბუქის" გვერდზე გამოხატა. ტარიელმა კი შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: ''ცხოველების მიმართ ზომიერი დამოკიდებულებით გამორჩეულ ადამიანს კატის ან ძაღლის სახლში გაჩერების სურვილი არასოდეს მქონია. პირიქით, მეგონა თუ ცხოველი ჩემს ლოგინს შეეხებოდა, ან გულისრევით მოვკვდებოდი ან ლოგინს გადავაგდებდი.

არის კიდევ ერთი, ცხოველები (ზოგიერთისაგან განსხვავებით) ჩემი ქრისტიანული შეხედულებებიდან გამომდინარე, ადამიანზე მაღლა არასოდეს დამიყენებია. ამჟამად კი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი სიამოვნებით ვიღებ ზუზის მოკუკულს, ვწმინდავ მის მოფსმულს, მძინავს და ვყლაპავ მის ბეწვს, მიუხედავად იმისა, რომ სამუდამოდ დამიშრამა ცხვირი.

ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო ვაკეთებ. თვითონვე მიკვირს თუ რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. რისი დანახვაც უმადურ ადამიანებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ.''

პოსტს "ფეისბუქის" მომხმარებლები გამოეხმაურნენ, იამ კი მეუღლეს შემდეგი სახის კომენტარი დაუწერა: "ყოჩაღ ტარიელ, ახლა კი მორჩი ფეისბუქზე აღსარების წერას''. იმის გასარკვევად, ნამდვილად აერიათ თუ არა ურთიერთობა ია ფარულავას და ტარიელ სუარს, ამბები.გე წყვილს დაუკავშირდა:

– ია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმართან ურთიერთობა დაგეძაბათ, მართალია?

– არ არის ეს ინფორმაცია მართალი, თუ რამე მოხდება ჩვენს შორის, მერწმუნეთ პირველ რიგში, თქვენ გაიგებთ. ტარიელს არ ეცალა, როცა ფისო ცუდად გახდა, ამიტომ მიშას დავურეკე და მან წაიყვანა ექიმთან. ტარიელს კატა არასოდეს ჰყოლია, ამიტომ როცა დამირეკა და მითხრა ზუზის ამბავი, ვუთხარი ექიმთან წაეყვანა. ტაილანდში ვიყავი იმ დროს, "ვიბერში" ვერ ვაგებინებდი ვერაფერს, რადგან ტექნიკური ხარვეზები იყო, ამიტომ "ფეისბუქის" კედელზე ვწერდი, თვითონაც ემოციური ადამიანია და ზუსტად აქედან გაჩნდა ეს ჭორები.

– ამბობენ, რომ ზუზი ტარიელს ვერ იტანს...

– ეს საიდან გაიგეთ? ზუზის ეგოისტური გრძნობა გაუჩნდა, როცა ტარიელი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, პირველივე კვირას სასტიკად დაუკაწრა ცხვირი. გიტარის ჩასადებში აფსამდა და ა.შ. მაგრამ ტარიელი ჩემი სიყვარულის გამო იტანს ამ ყველაფერს და კატასაც უვლის.

"ამბები.გე" ია ფარულავას მეუღლესაც ესაუბრა.

– მართლა დაგეძაბათ ურთიერთობა ია ფარულავასთან?

– რა თქმა უნდა, ცხოვრება ასეთია. ხან დაგეძაბება ურთიერთობა და ხან არა. გინახავთ ოჯახი, სადაც ურთიერთობები არ იძაბება? ჯერჯერობით, ერთად ვართ, ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს გაუგებრობა გადავიტანე.

– რთული იყო თქვენთვის ამ დაძაბულობის გადატანა?

– რა თქმა უნდა, რთული იყო ამის გადატანა. კატა ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოველია, იას კი ბავშვივით უყვართ. ძვირფასი და მნიშვნელოვანია მისთვის. თუ აქამდე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ოჯახში ცხოველთან ერთად ცხოვრება, იას სიყვარულის გამო ზუზის ვაბანავებ, ვაჭმევ და ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. როცა ზუზის ამბავი გაიგო იამ, მირეკავდა სასწარაფოდ წაიყვანე ექიმთანო. ამაზე გაგვირთულდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება