რა ქურდები? ღადაობ? ვიღაც ფარჩაკმა და კვერცხმა დამჭრა - კაბუს პირველი კომენტარი

რა ქურდები? ღადაობ? ვიღაც ფარჩაკმა და კვერცხმა დამჭრა - კაბუს პირველი კომენტარი

4 მარტს, საღამოს, ვერაზე მსახიობი და მომღერალი კაბუ (კახა აბუაშვილი) დაჭრეს. შემთხვევა ლურჯ მონასტერთან მოხდა. კაბუს თავს ორი უცნობი მამაკაცი დაესხა, რომლებმაც ის ცივი იარაღით ბარძაყის არეში დაჭრეს. მსახიობს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამჯერად დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. "ამბები.გე" მსახიობს დაუკავშირდა.

– ვისთან მოგივიდათ დაპირისპირება?

– დედას გეფიცებით, არაფერი არ მახსოვს. მარტო ვიყავი ვერაზე, როცა ორი უცნობი მამაკაცი დამესხა თავს, არანაირი შელაპარაკება არ მოგვსვლია. ფეხის არეში დამჭრეს ცივი იარაღით, მოვასწარი მეგობართან და დედასთან დარეკვა, შემდეგ კი გონება დავკარგე და ჯერჯერობით ვერაფერს ვიხსენებ.

– ამბობენ, კაბუმ ერთ-ერთ გადაცემაში ქურდებზე ანეგდოტი რომ მოჰყვა, იმიტომ დაჭრესო...

– რა სისულელეა. ისინი ჩემი ძმები არიან, ვიცნობ ძალიან კარგად, ვისზეც ვიხუმრე. ქურდებს ვენაცვალე, რა ქურდები? ღადაობ? ვიღაც ფარჩაკმა და კვერცხმა დამჭრა.

– გამოძიება დაწყებულია უკვე?

– არ მაინტერესებს გამოძიება, არ ვერევი მე მსგავს ამბებში.

კაბუს დედა, ცირა აბუაშვილი:

– კახამ დამირეკა და მითხრა ფეხი მოვიტეხე, ახლა კლინიკაში მივდივარ და არ ინერვიულოო. სასწრაფოდ მოვედი ღუდუშაურის კლინიკაში, აქ მომცეს მისი ტელეფონი და პირადი ნივთები. ექთანმა მითხრა პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა და უკვე საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილიო.

– ვინ დაჭრა თქვენი შვილი?

– ვერაფერს გეტყვით, მერწმუნეთ არაფერი არ ვიცი. ისიც კი არ ვიცი, ვინ მოიყვანა ღუდუშაურის კლინიკაში, მე როგორც მითხრეს, ვინც მოიყვანა, ისინი წავიდნენ უკვე.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება