"სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება" - სალომე ჭაჭუამ, შესაძლოა, ცეკვა ვეღარ შეძლოს

"სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება" - სალომე ჭაჭუამ, შესაძლოა, ცეკვა ვეღარ შეძლოს

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ბოლო დროს ჯანმრთელობას უჩივის. მას ხერხემლის პრობლემები აქვს, რის გამოც ცეკვას ვეღარ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, სალომეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ოპერაციის შემდეგ ცეკვა ვეღარ შეძლოს, ამიტომ მისი მეუღლის, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის გადაწყვეტილებით, ისინი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავლენ. 

Ambebi.ge გიორგი ვარდოსანიძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რა სჭირს სალომეს?

- აღმოჩნდა, რომ სალომეს ხერხემლის თიაქარი აქვს და მესამე და მეოთხე მალა რამდენიმე მილიმეტრით არის დაძრული. ოპერაციით არის შესაძლებელი ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ არ შეიძლება ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა. ამიტომ ვცდილობთ საზღვარგარეთ გავემგზავროთ. აქ გარანტიას ვერ გვაძლევენ, რომ ოპერაციის შემდეგ იმ დატვირთვით შეძლებს მუშაობას, რა დატვირთვითაც სალომე ცხოვრობს.

- რომელი ქვეყნის კლინიკაში აპირებთ გამგზავრებას?

- შვეიცარიაში აქვთ ახალი მეთოდი, ნემსით აქრობენ თიაქარს, სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებიდან ველოდებით პასუხს. ძვირადღირებული პროცედურებია, მაგრამ ფასს მნიშვნელობა არ აქვს.

- ტკივილები აწუხებს?

- მაინცდამაინც კარგად ვერ არის, განსაკუთრებით დილით აწუხებს ტკივილები, გამაყუჩებლებს იკეთებს.

- ცეკვასაც ვერ ახერხებს, ხო?

- რა თქმა უნდა. მისი მეწყვილეც ამიტომ ვერ ჩამოვიყვანეთ საზღვარგარეთიდან.

თამარ ბოჭორიშვილი

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილის თვალისმომჭრელი სილამაზე - ახალი ფოტოები Dolce & Gabbana-ს რეკლამიდან