"განა ყველა ქალი ქალია?" - ანრი ჯოხაძის მორიგი ინტრიგა (ექსკლუზიური კადრები კლიპიდან)

"განა ყველა ქალი ქალია?" - ანრი ჯოხაძის მორიგი ინტრიგა (ექსკლუზიური კადრები კლიპიდან)

რამდენიმე დღეა, რაც ანრი ჯოხაძემ მუშაობა ახალ კლიპზე დაასრულა. მომღერალი საკუთარ თავში რამდენიმე ფუნქციას რომ ითავსებს (სიმღერის ავტორი, შემსრულებელი, კლიპის იდეის ავტორი, რეჟისორი, მემონტაჟე), ეს არაერთხელ დაუმტკიცებია და ახლაც ამის მცდელობა ჰქონდა. მოკლედ, ყველაფერი მისია... კლიპში ცნობილი ქალბატონები ათამაშა. თუ რა და როგორ მოხდა, ამაზე Ambebi.ge-ს პირადად ესაუბრა.

- ეს ახალი ვიდეორგოლი ხალხის გასაგიჟებლად არ გაკეთებულა. ძალიან რომანტიკული სიმღერაა და ზოგადად სოციალურ თემას, პრობლემას ეხმაურება. ამ ნამუშევარს ჰქვია - "განა ყველა ქალი ქალია?"

- მერე ამ ფრაზის გამო ქალბატონები არ გაგინაწყენდებიან?

- პირიქით, ამ სიმღერით ქალების მხარეს ვდგავარ... ზოგადად, მამკაცის ბრალია, თუ ღირსეულ ქალს ვერ ამჩნევს... სიმღერის ტეტქსტს როცა მოისმენთ, მიხვდებით, რომ აქ სკანდალური და გასაღიზიანებელი არაფერია. ასე რომ, არც ეს ფრაზა და არც თვითონ ვიდეო არავის დააკნინებს. აქ საკითხი ასე დგას: "განა ყველა ქალი ქალია?/ და თუ ვერ არჩევ, ეს შენი ბრალია".

- მოკლედ, ეს შენი პირადი კლიპია (სიმღერის ტექსტი, მუსიკა, შესრულება, რეჟისურა, მონტაჟი ყველაფერი შენია)... სად გადაიღე?

- გადაღება მუსიკისა და დრამის თეატრში მიმდინარეობდა. ამისთვის დიდი მადლობა დათო დოიაშვილსა და ჩემს მეგობარს, თიკა შერაზადიშვილს. მათ გადაღებისთვის თეატრის შენობა დამითმეს. დათო დოიაშვილის მხარდაჭერით აღფრთოვანებული ვარ. ცოტა კი მოვუშინაურდი, ხანდახან მრცხვენია კიდეც, რომ ასე ვაწუხებ... ეს ვიდეო ერთ ღამეში გადავიღეთ.მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის საყვარელი, ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონები მონაწილეობენ.

- ყოველთვს საგანგებოდ არჩევ კლიპისთვის მსახიობებს. ამჯერად ია ნინიძე მოიწვიე, მას მონაზვნის როლი ათამაშე. ადვილად დაგთანხმდა?

- როდესაც გადავიღე კლიპი სიმღერაზე - "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", ცნობილი და ლეგენდარული მსახიობები მოვიწვიე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ის ნამუშევარი შემიფასა, მსახიობი ია ნინიძე გახლდათ. მან ინტერნეტის საშუალებით აღფრთოვანებულმა წერილი მომწერა. საოცარი სიტყვებით შემაქო. პატარა ბავშვივით ავიწურე. ახლა კი მომეცა შანსი (მისი აქ ყოფნით ვისარგებლე), გადასაღებ მოედანზე მომეწვია. დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. არ შემიძლია არ შევეხო მისი ქალიშვილის, ნინოს როლსაც: შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ აუდიტორიას პირველად მე წარვუდგენ, ის ჩემი აღმოჩენაა. მას როგორც დედამისს "ვგიკი" აქვს დამთავრებული. მსახიობია და არის ულამაზესი. მოკლედ, ნინოც გადავიღე.

- ია ნინიძის გარდა კლიპში მონაწილეობენ ცნობილი ქალები: შორენა ბეგაშვილი, კრისტი და მაკა შალიკაშვილი... რას გვეტყვი მათზე?

- მინდოდა, კიდევ უფრო ფართო სპექტრი მომეცვა. ია სუხიტაშვილი უნდა გადამეღო (ჩვენ ვმეგობრობთ), მაგრამ ქობულეთშია და ამ პროცესში ვერ ჩაერთო (სხვა დროსაც გვითანამშრომლია). ასევე ერთი-ორ ცნობილ ქალბატონს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ შედგა. იმედი მაქვს, ამას მომალში მოვახერხებთ, მაგრამ ეს 5 ქალბატონი ამ ვიდეორგოლს აბსოლუტურად განუმეორებელ ხინლს შესძენს. მაგალითად, მაკა შალიკაშვილი ისეთ პატიმარ ქალს თამაშობს, რომ ე.წ. "პერდაჩის" მიტანა მომინდა (სიცილით ამბობს). შორენა ბეგაშვილი კი უბრალოდ უნდა დააყენო და გადაუღო... ის კლიპში თავის თავს თამაშობს: ცნობილი ლამაზი ქალია, თითქმის ყველა მამკაცისთვის სასურველი, მაგრამ სამწუხაროდ, პირველ რიგში, ისინი ასხამენ ტალახს...

- კრისტის რა როლი აქვს?

- შორენასთან მეტი დრო მქონდა, ამეხსნა, მისგან რა მინდოდა, რა უნდა ჩაეცვა, რა სტილში უნდა მოსულიყო. ბოლოს, რომ ვუთხარი, თითქმის შენი თავი უნდა ითმაშო-მეთქი, იმის მერე ზედმეტი ახსნა აღარ დამჭირვებია. კრისტიმ კი ნამდვილად გამაგიჟა: თავისით ისეთ საოცარ ფორმაში მოვიდა, რომ... არადა, ზედაპირულად მქონდა ნათქვამი, 30-იანი წლების რეტრო ქალი უნდა იყო-მეთქი. არ მეგონა, თუ ასე თამამდ ჩაცმული გამომეცხადებოდა (სექსუალურ ფორმაში) და აღვფრთოვანდი. ნამდვილი პროფესიონალია. პირდაპირ მიხვდა და გაიგო, რა შინაარსის იყო ვიდეორგოლი. ამ ქალბატონებმა იქ ისეთები ჩაატარეს, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისა და პროფესიონალიზმისთვის. აქ ია ნინიძეს არ ვგულისხმობ. ეს ის პერსონაა, რომელის მიმართაც დიდი მოწიწება უნდა გამოვიჩინოთ. დიდი არტისტია...

- ამ ნამუშევარს როდის ნახავს მაყურებელი?

- კლიპზე მუშაობა მალე დასრულდება. პრემიერა "პროფილში" იქნება. მონაწილეები  სრული შემადგენლობით მივალთ...

- და ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ არ ითამაშე ქალის როლები, რადგანაც ვიცით, რომ ეს კარგად გამოგდის...

- ამ სიტუაციაში სასაცილო ვიქნებოდი, ქალი რომ შემესრულებინა... აქამდე რაც ვითამაშე, ის გროტესკი იყო... ამჯერად სულ სხვა ნამუშევარია. ბევრი საინტერესო ადამიანი მონაწილეობს და ემოციური გამოვა... როდესაც ია ნინიძემ პირველად მოისმინა სიმღერა, რომელზეც ყველამ ერთად ვიმუშავეთ, ცრემლები ვერ შეიკავა. ჩემთვის ეს გამარჯვების და წარმატების მანიშნებელი იყო. ადამინმა პირველად მოუსმინა სიმღერას და ასე განიცადა. ვიმეორებ, ეს არ არის შარჟი და ხუმრობა. საკმაოდ დრამატული ვიდეო გამოვა, ოღონთ, ცოტა მსუბუქად გადმოვცემ...

- ისე, ია ნინძე მონაზვნის როლზე რატომ დააკავე?

- ზოგადად ჩანაფიქრი მქონდა, რომ ვიდეოში მონაზონი მყოლოდა, ვერსიებიც მქონდა, ვის შეიძლებოდა, ის როლი ეთამაშა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ის პერსონაჟი ნინიძეს შეხვდა. ეს "ჭადრაკის დაფაზე" საუკეთესო გათამაშებაა. მან აბსოლუტური "სიგიჟე" გვაჩვენა, ანუ ის იყო მეთელი კინო... გაოგნებული ვიყურებოდი...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება