''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''

''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''

გია კორკოტაშვილი რომ ტრადიციული ქართველი ბატონია, ამას ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ. მიუხედავად ამისა, ბევრ სიახლეს ლოიალურად უყურებს, თუმცა არის ისეთი თემებიც, რომლებიც მისთვის მიუღებელია, მაგალითად, ერთსქესიანი ქორწინება. ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება, ქართული ტრადიციული სუფრა, ქელეხი და მოტირალები, ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც ბატონ გიას ''სტერეოტიპებში'' ვესაუბრეთ.

- თითქმის ყველა ტრადიცია ქრისტიანობას უკავშირდება, ანუ რელიგიას. დროთა განმავლობაში მოსახლეობამ ზოგი ტრადიცია გარდაქმნა, გააფეტიშა, თუნდაც, დაკრძალვის ცერემონია ავიღოთ. მიცალებულისთვის მოტირალის დაქირავება რომ იციან, ნამეტანს რომ კივიან და წივიან, ეს არ მომწონს, ადამიანმა შეიძლება ხმა საერთოდაც არ ამოიღოს, მაგრამ გული სასტიკად სტკიოდეს. ქელეხიც ზოგჯერ გადამეტებულია და მწუხარების სუფრას აღარ ჰგავს, თუმცა რელიგიური თვალსაზრისით, ესაა ტრაპეზის ჩვეულებრივი გაგრძელება, დასავლეთში ან უფრო მთიან ადგილებში წინასწარ იმიტომ იყო ქელეხი, რომ მწუხარების გამოსახატად პიროვნებას დიდი გზის გავლა უწევდა, დაღლილს კი ლუკმას გაატეხინებდნენ ხოლმე, თორემ ახლა რომ გამოტყვრებიან და კუბო ხელიდან უვარდებათ, ასე კი არ იყო, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ არა მგონია, ეს ზოგადად ვინმეს მოეწონოს.

- რაც შეეხება სუფრის ტრადიციას, როგორც ვხვდები, ამანაც იცვალა სახე.

- დრო იმდენად აჩქარდა, რომ ადამიანებს ყველაფრის სწრაფად კეთება უნდათ, სიხარულიც სწრაფად უნდათ, დათრობაც, ღვინოს ნაკლებად სვამენ, უფრო სპირტიანი სასმელები იზიდავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. ახალგაზრდობისას ისეთ სუფრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ჩემზე უფროსი ადამიანები ოსტატურად ამბობდნენ სადღეგრძელოებს, ლექსებს. ბევრ თამადას სუფრა ისე მიჰყავს, ფიქრობ, ნეტავ, ეს ყველაფერი არ დამთავრდესო. სუფრაზე ყველასა და ყველაფერს მნიშვნელობა ენიჭება, როგორი სუფრის წევრები არიან, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, რამდენად შეხმატკბილებული არიან და ა.შ. ზოგან ისეთი ჰარმონიაა, ისეთ კარგ დროს გაატარებ ადამიანი, თავი კონცერტზე გეგონება.

- რაც შეეხება ა-ლა-ფურშეტს, ზოგს სასტიკად არ მოსწონს, არადა, ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში სუფრის ამ სახემაც მოიკიდა ფეხი.

- ა-ლა-ფურშეტს რა დავარქვა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეგ ქეიფი არ არის, უბრალო წახემსებაა, ა-ლა-ფურშეტს უფრო საქმიანი სახე აქვს. ვისაც ეს არ მოსწონს, ნუ მივა ისეთ ადგილას, სადაც იცის, რომ ა-ლა-ფურშეტი დახვდება. ყველამ იცის, სად მიდის და რისთვის, თუ არ სიამოვნებს, აარიდოს თავი, თუ საქმეზე მიდის, გააკეთოს საქმე და წამოვიდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება