ნიტა ლომიძე სიმღერას ნატო მეტონიძესთან სწავლობს

ნიტა ლომიძე სიმღერას ნატო მეტონიძესთან სწავლობს

ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილი ნიტა ლომიძე 10 წლისაა და V კლასის მოსწავლეა. მის ''ანგარიშზე''სამი ფილმია - ''ანო და ვანოს თავგადასავალი'', ''ცელქი ბავშვები''და ''ლურჯი ფრინველი''. ასევე ორი სპექტაკლი: ''მუსიკის ჰანგები''და ''ლურჯი ფრინველი''.

მათემატიკაში ემზადება, ტანვარჯიშზე 4 წლიდან ყოველდღე დადის, ხოლო შაბათ-კვირას, ტანვარჯიშის შემდეგ, დედასთან სტუდიაში მიდის და ცეკვას სწავლობს. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ნიტა საკმაოდ ჩამოყალიბებულად გვესაუბრა თავის როლებზე, დღის რეჟიმსა და სამომავლო გეგმებზე...

- ნიტა, ტანვარჯიშისა და ცეკვის გარდა, სიმღერაც გიყვარს...

- დიახ, თეატრში სპექტაკლ ''მუსიკის ჰანგებში''ვმონაწილეობდი. ახლა გადის სპექტაკლი ''ლურჯი ფრინველი''. ''მუსიკის ჰანგებში''მონაწილეობა ძალიან მომეწონა. მაშინ 6 წლის ვიყავი. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაში, ფილმშიც და სპექტაკლებშიც.

- სანამ ''მუსიკის ჰანგები''დაიდგმებოდა, ფილმი ნანახი გქონდა?

- არა. ''მუსიკის ჰანგების''სპექტაკლები რომ დაიწყო, ფილმი მერე ვნახე. ''ლურჯი ფრინველიც''მაქვს ნანახი.

- ახლა მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში მხოლოდ ''ლურჯი ფრინველია''. შენი მონაწილეობა როგორ გადაწყდა?

- მამიკო და დედიკო დოის ძალიან ახლო მეგობრები არიან. ''მუსიკის ჰანგებში''რომ მიმიწვია, ძალიან გამიხარდა. მეორედ ეს მაშინ მოხდა, როცა ის ერთ საღამოს გვესტუმრა. მაშინ თქვა, რომ ''ლურჯი ფრინველის''გადაღებას აპირებდა. მინდა, ნიტა და ანდრია გაბრიჩიძე მთავარ როლებში იყვნენო. 3-4 დღის შემდეგ გავიგე, რომ მიწვევდა და გავგიჟდი, ემოცია ძალიან დიდი იყო (იღიმის). მანამდე ანდრიას არ ვიცნობდი, ფილმის გადაღება რომ დაიგეგმა, ერთმანეთი მაშინ გავიცანით. ანდრიას უყვარს სიმღერა, კარგი ბიჭია.

- სპექტაკლში რომელი ეპიზოდი მოგწონს ყველაზე მეტად?

- ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ''ომი''და ''ნეტარება''. ომი ძალიან ემოციურია, ბავშვებს ეშინიათ, ადგილზე ხტებიან ხოლმე. ნეტარებაზე ყველა ამბობს, რა კარგია, რა კარგიაო.

- ფილმ ''ლურჯ ფრინველს''რამდენ ხანს იღებდით?

- ფილმი თითქმის ერთ თვეში გადაიღეს, სპექტაკლი კი 12 დღეში წარმოადგინეს. სპექტაკლის ჩაბარების წინა დღე ყველაზე რთული იყო. იმ დღეს დოიმ რამდენიმე სცენა დადგა. ისე სწრაფად გააკეთა ყველაფერი, წარმოუდგენელი იყო (იღიმის).

- დადიხარ სიმღერაზე?

- სამი წელი დავდიოდი, ალბათ, წელს კიდევ მივალ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება