სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა?

სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა?

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამას სოფოს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოც ადასტურებს, სადაც ბარაკ ობამას ესკორტის გადადგილებაა ასახული. სოფო წერს, რომ ზუსტად იმ დროს გაიარა, როცა ამერიკის პრეზიდენტი მანქანაში ჯდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფოსთან ერთად ამერიკაში ნიკოლოზ რაჭველიც იმყოფება. ამბობენ, რომ მუსიკოსები ნიუ-იორკში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსაც შეხვდნენ. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ნიკოლოზ რაჭველთან ვცადეთ. რომელმაც ჭორები ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ უარყო, სამაგიეროდ საინტერესო ამბავი გაგვიმხილა.

- მე გახლავართ უკრაინაში, სადაც ჩემი ორკესტრის წევრებთან ერთად მონაწილეობა მივიღე ნინო ქათამაძის საკონცერტო ტურნეში, რაც მოიცავდა კონცერტებს უკრაინის ყველა დიდი ქალაქის საოპერო თეატრებში, მანამდე კი უდაოდ გახლდით ლოს-ანჟელესსა და ნიუ-იორკში. ლოს-ანჟელესში ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს კინო ინდუსტრიაში ჩვენი ორკესტრის მიერ ჩანაწერების შესრულებასთან დაკავშირებით და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მივაღწიეთ პირველად შეთანხმებას, ხოლო ნიუ-იორკში ჩვენი მუსიკალური ცენტრის სოლისტების ანსამბლთან ერთად ჩავატარეთ ანიტა რაჭველიშვილის ახალი პროგრამის კონცერტი, რომელსაც მომდევნო თვეებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავიმეორებთ. საგასტროლო მოგზაურობის დროს შევხვდი ნიუ-იორკში მყოფ ჩემს მეგობარს სოფო ნიჟარაძეს, მასთან ერთადაც სამწუხაროდ საკონცერტო გამოსვლა არ მქონია, მაგრამ ვიყავით სტუმრად ცნობილ ქართველ დიზაინერ ნინი ქეისთან და რამდენიმე სიმღერაც შევასრულეთ ჩემეული "ვერის უბნის მელოდიებიდან". რაც შეეხება საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შევხვედრივარ, რადგან იგი არ მოსულა ჩემი და ანიტას კონცერტზე ნიუ-იორკში, მაგრამ იქ ყოფნის დროს CNN-მა გადმოსცა, რომ იგი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინაშიც იგი არ დასწრებია ნინო ქათამაძის და ჩვენი ორკესტრის კიევში გამართულ კონცერტს, ამიტომ ის მე არ მინახავს... თუმცა სიმართლე გითხრათ ვფიქრობდი, რომ მას რომელიმე კონცერტის აუდიტორიაში ვიხილავდი, მაგრამ მას ორივე ქვეყანაში სასტუმროში ტელევიზორში ვნახულობდით გამუდმებით, უკრაინაშიც და ამერიკაშიც... რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, იგი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას და ამერიკული კარიერისათვის აქტიურად ემზადება, თუმცა გამანდო, რომ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად.

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება