ვინ რამდენს ხარჯავს ჩაცმაზე და სად ყიდულობენ სამოსს ცნობილი ქართველები

ვინ რამდენს ხარჯავს ჩაცმაზე და სად ყიდულობენ სამოსს ცნობილი ქართველები

საზღვარგარეთ შოპინგი ცნობილი ქართველი ვარსკვლავების საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ტანისამოსის საქართველოში შეძენას არჩევს. რომელ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველი ქალბატონები და ვინ რამდენს ხარჯავს გარდერობის განახლებაზე?

ნინო ჩხეიძე

ტანსაცმელი ნინო ჩხეიძის სისუსტეა, როგორც მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, სამოსში ფულს დაუფიქრებლად ხარჯავს. ამბობენ, ყველა ცნობილი მაღაზიის მეპატრონესთან მეგობრობს და ზოგჯერ სამოსს ნისიადაც ყიდულობს. ნინო პარიზში "შანელის" მაღაზიების ხშირი სტუმარია, ძირითადად ქუდებს, შარფებს, ბროშებს და ფეხსაცმელებს სწორედ "შანელის" მაღაზიაში იძენს. ის "შანელის" მაღაზიაში ხშირი სტუმრობის გამო ვიაიპი კლიენტი გახდა. ამის შესახებ თავად თბილისში შეიტყო, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა "შანელის" მთავარმა ვიზაჟისტმა ნინო ჩხეიძე ბრენდის სახედ დაასახელა და "ისი პარის" ერთ-ერთ ღონისძიებაზე მაკიაჟი გაუკეთა. ნინოს მეგობრები "მადამ შანელს" ეძახიან.

თიკო სადუნიშვილი

თიკო სადუნიშვილის ჩაცმულობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ამბობენ, რომ თიკოს ჩაცმულობაზე უამრავი დიზაინერი ზრუნავს, რაც ნამდვილად არ არის მართალი. დიზაინერები თიკოს ჩაცმულობაზე მხოლოდ საეთეროდ ზრუნავენ. თიკო სამოსს ძირითადად საზღვარგარეთ იძენს, მისი საყვარელი ბრენდი არის "დიორი", ნამყოფია დიორის სახლში. ამბობს, რომ 500 ლარს ვერ გადაიხდის სამოსში, რომელიც ორი გარეცხვის შემდეგ გაფუჭდება.

ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა ყოველთვის გემოვნებით იმოსება. ია ფარულავა ადრე ამერიკაში იმოსებოდა, ბოლოს მილანზე შეაჩერა არჩევანი. ფაქტია, რომ მსახიობს არ უყვარს სპორტული სტილის სამოსი, მას ასე ჩაცმულს ვერსად ნახავთ, ზედმეტად გამომწვევ სამოსსაც ერიდება. ბეწვეულიც უყვარს.

ქრისტინე იმედაძე

იმის მიუხედავად, რომ მის ჩაცმულობაზე არც დიზაინერები ზრუნავენ, არც მდიდარი ქმარი ჰყავს და ფინანსურადაც ძალიან შეძლებული არ არის, ქრისტინე იმედაძეს ყოველთვის გემოვნებით აცვია. მისი ჩაცმის კულტურა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. კარგ ფეხსაცმელში და ჩანთაში ფულის დახარჯვა არასდროს ენანება. თუმცა ცდილობს ხელფასი ყოველთვის გონივრულად გადაანაწილოს. ქრისტინე ზაფხულში ფეხსაცმლის გამო გაეხვია სკანდალში. აღმოჩნდა, რომ მას ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი ეცვა, როგორი ფეხსაცმლითაც მისი მეგობარი ქეთა თოფურია გამოვიდა ერთ-ერთ კონცერტზე. ამბავმა იმის შესახებ, რომ ქრისტინეს ქეთას ნახმარი ფეხსაცმელი ეცვა, მომღერალი ძალიან გააბრაზა.

ლიკა ლაბაძე

ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე სამოსს ძირითადად საზღვარგარეთ იძენს, მხოლოდ ბრენდული სამოსის შეძენის საშუალება არ აქვს, თუმცა ცდილობს ყოველთვის გემოვნებით შეიმოსოს. განსაკუთრებით უყვარს ბრენდი "მაიკლ კორსი". დაუნანებლად შეუძლია დახარჯოს ფული სუნამოში.

ნინო გაჩეჩილაძე

მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს ინტერნეტ-შოპინგით ტანსაცმლის გამოწერა ვერ წარმოუდგენია. ურჩევნია თავად წავიდეს მაღაზიაში, მოიზომოს და ამის შემდეგ შეიძინოს სამოსი. პრეტენზიული გემოვნება აქვს და ბევრს დადის მაღაზიებში, თუნდაც ჯინსის შესაძენად. ურჩევნია სამოსი საზღვარგარეთ ყოფნისას შეიძინოს, ასე უფრო დაზღვეულია იმისგან, რომ მისნაირი სამოსი სხვასაც ეცმევა.

გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ცდილობს, მუდმივად განსხვავებულად იყოს შემოსილი. არ უყვარს როლინგები და თამამი სამოსი. ტანსაცმელს ძირითადად საქართველოში ყიდულობს. ადრე სამოსს განვადებითაც ყიდულობდა. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელსაც მის გარდერობში ნახავთ 700 დოლარიანი ფეხსაცმელია, რომელიც აჩუქეს. თუ ტანსაცმელი მოსწონს, მასში 500-600 ლარის გადახდა არ ენანება.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

იხილეთ ასევე: ყველაზე მდიდარი ქართველი ვარსკვლავები - ვინ გაიარა საფრანგეთში სექსის კურსები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება