მიშა ანდღულაძეს მანჩო გიორგობიანის პაროდია გაუჭირდა

მიშა ანდღულაძეს მანჩო გიორგობიანის პაროდია გაუჭირდა

მანჩო გიორგობიანს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მისი და ნიკა მელიას დუეტი დიდი ხანია იუმორის თემად იქცა. ისინი ერთმანეთს პირველად ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ, რაც საბედისწეროდ დამთავრდა და დღეს საქმე სასამართლოშია. მეგობრებთან ერთად ბარში მყოფმა მანჩომ მაშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' ბომონდთან იჩხუბა და მას შემდეგ ნიკა მელიას დაუძინებელ ოპონენტად გადაიქცა.

გიორგობიანი და მელია ერთმანეთს პირისპირ მეორედ 9 აპრილის მემორიალთან შეხვდნენ, სადაც მანჩომ თავი არცთუ ისე სასიამოვნოდ შეახსენა. ამ ინციდენტს მანჩომ პრესკონფერენცია მიუძღვნა, სადაც მერობის კანდიდატი მწვავედ გააკრიტიკა და მას ''კაცააბრაზნიც'' კი უწოდა. ასევე გამოეხმაურა მის გარეგნობასაც, გადაპარსულ თავს, რომელსაც ''ლამპარივით ლაპლაპა'' უწოდა. მელიასადმი მიძღვნილი პრესკონფერენციის დროს მანჩო გიორგობიანის ფრაზებსა და სტატუსებზე სოციალურ ქსელში ბუმია.

''ვეს ტაკოი იმპაზანტნი'', ''ჩხუბი-მუბი'', ''კსტაწი ვაკელიც ვარ, ამსტერდამებში ნამყოფიც'', ''ტანცი-შმანცი'', ''ბომონძღი'', ''შიკარნი პალტო'', ''ბანტიანი ნასკები'' - ეს ფრაზები მისი ლექსიკონიდან არის და საზოგადოებამ სიცილ-ხარხარით აიტაცა.

გიორგობიანი ინტერნეტგმირად იქცა და ''კომედი შოუში'' მიშა ანდღულაძემ მისი პაროდიაც კი შეასრულა, რასაც მანჩოს გაღიზიანება მოჰყვა. სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და გადაცემის პროდიუსერებს მიმართა:

''მანდ არ მომიყვანოთ! ვანოს ბიჭებს გადაეცით, პარიკები გაირეცხონ, კბილები გამოიხეხონ... ტანსაცმელს მე ვათხოვებ, ბოლოს და ბოლოს. ისე იზეპირონ და აფრქვიონ ჩემი ტექსტები.

ანონსში რაც ვნახე, მიშა ანდღულაძე – კოპიო ნინო ჩხეიძეა, ზმურტლიანი თმითა და მანერებით?! კარგით, ნუუუ! ვიმეორებ, მანჩო გიორგობიანის პაროდირებისას თმა უნდა იყოს დაბანილი (ტანიანად)! კბილები - გახეხილი! ტანსაცმელი ჩემზე იყოს... ძონძები - ეკრძალებათ!

მძივებსაც მე ვათხოვებ, ულამაზესები მაქვს, ჩანთებსაც! ნუ, სათვალე ცოტა მენანება - გამეწე-ლება, მაგრამ არა უშავს, გავიმეტებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მგლის ხახა გარანტირებული აქვთ, ''ბეზ შუტოკ'' - წერდა გიორგობიანი.

მოგვიანებით მანჩოს ამ სტატუსს მომღერალი ნინო ჩხეიძე გამოეხმაურა:

''ამ ქალს რომ ვუჩივლო, არ შეიძლება? რა უფლებით მაყენებს შეურაცხყოფას და თავის სა-გაზაფხულო ნევროზს ჩემზე ანთხევს? ავად არის თუ რა როჟაა? ჰა, ჰა, ჰა'' - წერს ჩხეიძე.

როგორ ემზადებოდა მანჩოს პაროდირებისთვის მიშა ანდღულაძე, იუმორისტს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- მიშა, ვინ გადაწყვიტა, რომ მანჩოს პაროდირება შენ გაგეკეთებინა?

- მაგას ბევრი ფიქრი არ უნდოდა. საერთოდ, რთულად სათამაშო ქალების როლები მე მაქვს საკუთარ თავზე აღებული. ეს მისია ბუნებამ მე დამაკისრა. უფრო სწორად, სახელოვან ქალებს ვასრულებ, თან საპასუხისმგებლოს. თუ რამეა და ვინ გაწეწონ, ისევ მე (იცინის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება