ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები

Ambebi.ge იმ ცნობილი ქართველი ქალების შესახებ მოგითხრობთ, ვისი სიყვარულის ისტორიაც ტრაგიკულად დამთავრდა:

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავას სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. მაშინ, მსახიობი 24 წლის იყო, გიორგი კი უნივერსიტეტს ამთავრებდა. "გოგონებს რომ გვიყვარს, ისე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია - ძმაკაცებს დაქალები მოვეწონეთ. ერთმანეთს ვეხმარებოდით ურთიერთობებში. ძალიან კარგი დრო იყო, ზღაპარივით მახსენდება. მაშინ 24 წლის ვიყავი. 2 წელი ვიყავით ერთად. მერე უცებ გაგვიფუჭდა ურთიერთობა - მე თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობდი, მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ნერვებზე ვიყავით. დაქორწინებას არ ვჩქარობდით, რადგან ჯერ გვინდოდა, ცხოვრება მოგვეწყო. მერე მივხვდით, რომ ურთიერთობა ჯუჯღუნში გადაგვეზარდა და პაუზა უნდა აგვეღო, ამიტომ დავშორდით. ცოტა ხანი გაბუტულები ვიყავით. ორ თვეში შერიგება სცადა, მე კი მივხვდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით, მეგობრები ვყოფილიყავით", - იხსენებს "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. გიორგის გარდაცვალება ანამ მძიმედ გადაიტანა. სულ სახლში იყო, წიგნებს კითხულობდა და უფრო ეკლესიური გახდა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ანას 5 წელი არავინ შეყვარებია, 2 წლის წლის წინ კი იქორწინა და დედაც გახდა.

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარული ტრაგიკულად დაიღუპა. მომღერლის შეყვარებული ავტოავარიამ იმსხვერპლა. ქრისტინეს და სერგუნას პრინცს და პრინცესას ამსგავსებდნენ. სერგუნა საზღვარგარეთ სწავლობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მის გამოგზავნილ საჩუქრებს ქრისტინე დღემდე ინახავს. ისინი დაახლოებით ერთი წელი მეგობრობდნენ. იმ დღეს, როცა სერგუნამ ქრისტინეს სიყვარული აუხსნა, მომღერალი გაციებული იყო, საღამოს კი სიცხემ აუწია. სერგუნას უნდოდა ქრისტინეს გასამხიარულებლად მისთვის საჩუქრები მიეტანა, სწორედ იმ დროს, როცა ქრისტინეს ტელეფონით ესაუბრებოდა ავტოავარიაში მოხვდა. ქრისტინე დღემდე ამბობს, რომ სერგუნას ფონზე ყველა მამაკაცი შავ-თეთრი გახდა. ქრისტინე სერგუნას დღემდე ხედავს სიზმრებში, ხშირად დადის მის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. "პროფილში" სტუმრობისას ქრისტინემ თქვა, რომ სერგუნა მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჯაკობიასაც ესიზმრებოდა.

თეა თუთბერიძე

შეყვარებული თეა თუთბერიძე თითქმის ყველასთვის წარმოუდგენელია, ხშირად არც უყვარდება. მისი დიდი სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. თეა თუთბერიძის საყვარელი მამაკაცი დიჯეი გუგა ჟღენტი იყო, თეას და გუგას საერთო ვაჟი, დათიც ჰყავთ. ამ თემაზე თეამ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა, იმ დღეების გახსენება, როცა გუგა სიკვდილს ებრძოდა, უჭირს. გუგა სანაპიროზე ავტოავარიაში მოხვდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე გუგას მეგობარი დაიღუპა, თავად კი 7 დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "გუგა ძალიან კარგი ადამიანი იყო - მოსიყვარულე და ხალისიანი. როცა ვიჩხუბებდით, შერიგების ინიციატორი ყოველთვის თავად იყო და მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობაც უყვარდა. დამთმობი და კეთილი, კარგი მამა, ჩემზე უკეთესი მშობელი - ასე შემიძლია დავახასიათო ის. ერთი წლის იყო დათი, როცა გუგა დაიღუპა და ბავშვმა მაინც ძალიან განიცადა. სურათებს ვაჩვენებდით, მამას როცა ითხოვდა, აბრუნებდა ამ სურათს და ტიროდა, მამა აქედან გამოვიდესო, ვერ ხვდებოდა, რატომ აღარ მოდიოდა გუგა",- იხსენებს თეა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც იმასაც აღნიშნავს, რომ გუგას გარდაცვალებით მიღებული ტკივილი სწორედ შვილმა გადაატანინა.

ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე წლის წინ დავით საგანელიძის ძმისშვილზე, ბაჩო საგანელიძეზე დაქორწინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და ახლა პატარა ბიჭის მშობლებიც არიან. რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ლელა მებურიშვილი საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, დიდი სიყვარული ეწვია. ის მურიკო ქართველიშვილის შეყვარებული გახლდათ. ლელამ და მურიკომ ერთმანეთი ვაკის სარდაფში გაიცნეს და ორ წელზე მეტხანს იყვნენ შეყვარებულები. საკუთარ ტრაგედიაზე მსახიობი იშვიათად ლაპარაკობს. "მურიკო თეატრში მოვიდა და... მომეწონა. ჩვენ ტოლები ვიყავით. ორ წელიწადზე მეტი ვიყავით ერთად. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს გრძნობა ღვთისგან ნაჩუქარია. როცა ადვილად გიყვარდება, ზებუნებრივს ვერ დაარქმევ, მაგრამ, როცა ასე იშვიათად მოდის გრძნობა, ეს საჩუქარია. ღმერთმა გამომიგზავნა სითბო და სიყვარული. ჩემთვის ეს სიყვარული ზებუნებრივი იყო", - ისხენებს ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში. მურიკო პროფესიით იურისტი იყო. ის მეგობრის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ამბობენ, რომ ტყვია სხვისთვის იყო გამიზნული და მურიკოს შემთხვევით მოხვდა.

ვერიკო ტურაშვილი

ვერიკო ტურაშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს. ეს მისთვის მტკივნეული თემაა. მისი მეუღლე გოშა ბერუჩაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამბობენ, რომ გოშა და ვერიკო მაშინ ნაჩხუბრები იყვნენ. წყვილმა ერთმანეთი თეატრალურში გაიცნო. გოშა ყოველთვის ვერიკოსთან ერთად დადიოდა ყველგან და ცდილობდა, მისთვის კარიერის აწყობაში ხელი შეეწყო. საკმაოდ პატარა ასაკში იქორწინეს და 20 წლის ვერიკო პატარა ლიზის დედა გახდა. როცა გოშა დაიღუპა, ლიზი 3 წლის იყო და მამა ფრაგმენტულად ახსოვს. ვერიკო დიდხანს იყო მარტო, შემდეგ კი "რუსთავი 2"-ის ოპერატორისგან ლაშა ნაკაიძისგან გოგონა გააჩინა. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა და ვერიკო პატარა ქალიშვილს მამის გარეშე ზრდის.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მეორე ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა. მისი მეუღლე, თენგო წივწივაძე 2013 წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ავტოავარიაში დაიღუპა. ნინამ და თენგომ ერთმანეთი შეუღლებამდე ერთი წლით ადრე, ლიტვაში გაიცნეს, სადაც საქართველოს კალათბურთის ნაკრების თამაშებზე იყვნენ ჩასული. პირველი პაემანი კი თბილისში ჰქონდათ. ნინაზე ამ სიყვარულმა ძალიან იმოქმედა, მეორედ გათხოვების გადაწყვეტილებაც მალე მიიღო. თენგოს გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდა, ამიტომ მასთან უეცარი განშორება ყველას გაუკვირდა. ერთად რამდენიმე თვე იცხოვრეს. ნინას თენგო დიდხანს სთხოვდა შერიგებას, მაგრამ მომღერალი უარს ამბობდა. ყოფილი ქმრის გარდაცვალება მომღერალმა ძმისგან შეიტყო და ეს ამბავი რთულად გადაიტანა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს