პირველი ქართველი ქალბატონი, რომელმაც ორ სხვადასხვა შოუში ავტომანქანა მოიგო

პირველი ქართველი ქალბატონი, რომელმაც ორ სხვადასხვა შოუში ავტომანქანა მოიგო

პროექტმა "ორი ვარსკვლავი" გამარჯვებული გამოავლინა. შოუ მოდელმა ირინა ონაშვილმა მოიგო. მას მთელი პროექტის მანძილზე ღირსეული პარტნიორობა მუსიკოსმა გიორგი მახარაშვილმა გაუწია. ცოტა ხნის წინ ირინამ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ შოუმ წარსული გაახსენა, პერიოდი, როცა "მის საქართველოს" ტიტული გადასცეს.

2003 წელს ის პირველი ქართველი გოგონა იყო, რომელიც ამ ტიტულს დაეპატრონა და ნურავინ მიწყენს და მის შემდეგ ისეთი "გამოკვეთილი" "მის საქართველო" აღარც კი გვყოლია...

თავიდან, როდესაც ის "ორ ვარსკვლავში" გამოჩნდა, ალბათ, არავის ეგონა, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლებდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, შეძლო ის, რაც ბევრმა ვერ გააკეთა. გაუძლო თორმეტივე ტურს და ყველანაირი სირთულე დაძლია. რაც მთავარია, აჩვენა ხარისხის სტაბილურობის საოცარი ნიმუში.

"ფანებს რაც შეეხება, ბავშვობიდან განებივრებული ვარ ადამიანების მხრიდან ჩემ მიმართ დადებითი ემოციების გამოხატვით, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამჯერადაც ბევრი გულშემატკივარი მყავს. ჩემს "ფეისბუქზე" ადამიანები საოცარ სითბოს გამოხატავენ, ეს დიდ სტიმულს მაძლევს, უამრავი თბილი წერილი მხვდება", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ირინამ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში.

ფაქტია, ამ გულშემატკივრების მხარდაჭერამ, ერთად დგომამ, მისმა თავდაუზოგავმა შრომამ, პარტნიორის - გიორგი მახარაშვილის თანადგომამაც ის გამარჯვებამდე მიიყვანა.

ასე რომ, დღეს ირინა პირველი ქართველი პოპულარული ადამიანია, რომელმაც ორ სხვადასხვა შოუში ავტომანქანა მოიგო...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

ნახეთ ვიდეო: ირინა ონაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა "ორი ვარსკვლავი" მოიგეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება