10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან

10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან

საქართველო ცნობილი ადამიანების ნაკლებობას არც ერთ სფეროში არ უჩივის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ე.წ. ვარსკვლავები ისე ამობრწყინდებიან და გაქრებიან, რომ რამდენიმე თვეში მათი სახელიც კი გვავიწყდება.

მკერდის მოშიშვლებით, სკანდალური განცხადებებითა და სექსზე საუბრით დაწყებული კარიერა ხშირად საპნის ბუშტივით ქრება და მალე საზოგადოებისთვის ასეთი ადამიანები მოსაბეზრებლებიც კი ხდებიან.

თუმცა საქართველოშიც არიან ვარსკვლავები, რომლებიც წლების გასვლისა თუ მთავრობების შეცვლის მიუხედავად, მოდიდან არასოდეს გადადიან. წარმოგიდგენთ იმ ქართველი ცნობილი ადამიანების ათეულს, რომლებსაც ყველა იცნობს და ყველა უსმენს მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მათი ცხოვრების წესს, გამონათქვამებს თუ არა.

ხუმრობა, უთოც რომ ჩართო, იქაც დუტააო, უკვე გაცვდა. დიდი ხანია, ყველა მიეჩვია, რომ მსახიობს, შოუმენსა და ტელეწამყვანს ერთდროულად მინიმუმ სამი გადაცემის წამყვანად მაინც უნდა ვხედავდეთ. 7 ნოემბრის ცნობილი პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ დუტა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია და დიდი ხნის განმავლობაში ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერად აღიქმებოდა. ამის მიუხედავად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დუტა უდავოდ ნიჭიერია. წლების წინ, გადაცემა ''ვის უნდა 20 ათასიდან'' დაწყებული, კარიერას ისე აგრძელებს, რომ სატელევიზიო სეზონი არ გვახსოვს, რომელიმე ტელევიზიაში ერთი გადაცემა მაინც არ მიჰყავდეს.

მძიმე 90-იანი წლებში, როდესაც შოუბიზნესი ძალას იკრებდა, ლელა წურწუმია ერთ-ერთი პირველი პოპდივა გახლდათ, რომელიც მაყურებელმა განსხვავებული გარეგნობით, ხმის ტემბრითა და ჩაცმის სტილით გამოარჩია. წლებმა ბევრი მომღერალი გადაარჩია, ზოგი სამუდამოდ დაიკარგა სცენიდან, ზოგიერთი დღემდე სახლში ზის და წუწუნებს, რომ კონცერტებზე ბლოკავენ. ლელა წურწუმია თამამად შეგვიძლია, 90-იანი წლების ერთადერთ ქალ მომღერლად მივიჩნიოთ, რომელმაც წლებს გაუძლო და პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მასზე მოთხოვნილება მუდმივად არის. ნამდვილი ვარსკვლავივით ცხოვრობს, არასოდეს ეხვევა სკანდალებში და ცდილობს, პრესასთან ზომიერება შეინარჩუნოს, რომ შემდეგ მისი ფრაზები სოციალურ ქსელში თუნდაც იუმორის თემად არ იქცეს.

შალვა რამიშვილიც 90-იანი წლების სახე გახლავთ. ყველაზე პოპულარული ქართული ჯგუფ ''სახის'' პროდიუსერი, შოუმენი, ნიჭიერი ''ტელევიზიონშიკი'' - შალვას შემკობა უამრავი ეპითეტით შეიძლება. რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, მაგრამ ამან მისი პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. პატიმრობის წლების შემდეგ ისევ ტელევიზიას დაუბრუნდა. მერე პოლიტიკაშიც სცადა ბედი, რამდენიმე თვე გიორგი მარგველაშვილის პიარს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გულმა თუ გარემოებებმა ისევ ტელევიზიისკენ გაუწია. შალვას პერსონა არასოდეს კარგავს აქტუალურობას. მას აკრიტიკებენ, ლანძღავენ, უყვართ, აქებენ, ადიდებენ, მაგრამ, რაც მთავარია, უყურებენ.

ყველაზე ლამაზი თანამედროვე ქართველი ქალი – ამ შეფასებას მაკა ასათიანის მისამართით ხშირად გაიგონებთ. მაკა არასოდეს გამოირჩეოდა დიდი მჭევრმეტყველებით და არც განცხადებებით შეუწუხებია საზოგადოება, თუ არ ჩავთვლით მის ერთ გამონათქვამს, რომ ყველანი დოსტოევსკის ''კრეტინზე'' ვართ გაზრდილები, მაგრამ ის წლებია, ყურადღების ცენტრშია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება