ირინა ონაშვილი და ლევან ჯავახიშვილი "დააწყვილეს" - სიურპრიზი შოუში

ირინა ონაშვილი და ლევან ჯავახიშვილი "დააწყვილეს" - სიურპრიზი შოუში

დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მორიგი, ტურისთვის (რეტრო) ემზადებიან. სიახლე ის არის, რომ ჟიურის შემადგენლობაში მაყურებელი ბესო შპეტიშვილს, იმავე ბრენდონ სტოუნს იხილავს, რომელიც შოუს მონაწილეებს შეაფასებს.

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მაყურებელს სიურპრიზიც ელის: "ორი ვარსკვლავის" გამარჯვებული, ირინა ონაშვილი და II ადგილზე გასული - ლევან ჯავახიშვილი სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დუეტს ჩაწერენ, ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეებს და სრულიად საქართველოს ამ სიმღერით მიესალმებიან. თუ მთელი პროექტის მანძილზე ისინი სცენაზე თავიანთ მეწყვილეებთან ერთად გამოდიოდნენ, ახლა ლევანი და ირინა "დააწყვილეს"... ვნახოთ, როგორი გამოვა ამ ორი ადამიანის ტანდემი...

რუსა მორჩილაძე, "ცეკვავენ ვარსკვლავებისა" და "ორი ვარსკვლავის" მუსიკალური ხელმძღვანელი:

- ახლა სტუდიაში ვართ და ჩემს ოქროებთან ერთად, სიმღერას ვწერთ. ეს გახლავთ მაიკლ ბაბლის "ევრისინგ". ირინა და ლევანი ხომ ოქროები არიან. "ორი ვარკვლავის" დანარჩენ კონკურსანტზეც იმავეს თქმა შემიძლია. საოცარი ადამიანები არიან. მათგან ზოგი კარგად მღერის, ზოგი ცუდად და ზოგი საშუალოდ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ოთხი თვის განმავლობაში ერთად ურთულესი, მაგრამ ნაყოფიერი, ბედნიერი და ემოციური პერიოდი გავიარეთ. მთელი ცხოვრება მუსიკოსებთან ვმუშაობ, მაგრამ აქ სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან მომიხდა ურთიერთობა და თოთოეულმა გამაოცა. ეს ყველაფერი აბსოლუტურად განსვხავებული რამ აღმოჩნდა. ძალიან შემიყვარდნენ და ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან.

აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პედაგოგებს, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობდნენ...

- ლევანისა და ირინას დუეტს რომ დავუბრუნდეთ, ის რომელიმე რადიოში ხომ არ იტრიალებს?

- არ გამოვრიცხავ, მშვენიერი სიმღერა გამოდის, რატომაც არა…

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება