ქეთი დოლიძე VS კესარია: შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ტრანსექსუალის ფოტო რეჟისორის შვილთან - "ამაზე რას იტყვის ქალბატონი ქეთი?"

ქეთი დოლიძე VS  კესარია: შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ტრანსექსუალის ფოტო რეჟისორის შვილთან - "ამაზე რას იტყვის ქალბატონი ქეთი?"

როდესაც კესარია აბრამიძემ ტრანსექსუალის ცხოვრება აირჩია, ალბათ, გააზრებული ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან იყო მოსალოდნელი. მათ შორის რეჟისორი ქეთი დოლიძეც აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ რეჟისორს თავად არანაირი პირადი ურთიერთობა არ აქვს კესარიასთან, ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის მსახიობს, ანრი ბიბინეიშვილს საჯაროდ აკრიტიკებს მხოლოდ იმის გამო, რომ მან კესარიასთან ერთად, ერთ-ერთ ღამის კლუბში ფოტო გადაიღო.

დიალოგი ქეთი დოლიძესა და ანრი ბიბინეიშვილს შორის Facebook-ზე, ჟურნალ "რეიტინგის" გვერდზე გაზიარებული ფოტოს ქვეშ, რომელშიც კესარია და ანრი ერთად არიან გადაღებული:

ქეთი დოლიძე: ეს რა უბედურებაა? ანრი, იმ სახლს უნდა სცე პატივი, სადაც მუშაობ!

ანრი ბიბინეიშვილი: ვცემ კიდეც, თუმცა ვფიქრობ, ამით არაფერი დამიშავებია, ვინაიდან ღამის კლუბი გატენილია ხალხით, უბრალოდ, იუმორით გადავიღე ფოტო, რომელსაც არა მხოლოდ მე ვიღებ... ეს უბრალოდ სასაცილოა!

ქეთი დოლიძე: ანრი, ჯერ არაფერი შეგიქმნია იმის ფასი, რომ ასეთ უმსგავსო ფოტოებს იღებდე. რა არის ეს, ამ კესარიასთან საიდან მოხვდი? რომელი ''ჰაი ლაიფის'' წარმომადგენელი ხარ? ჩვენი თეატრის წევრი ასეთ რამეში არ უნდა იყოს გახვეული. არ ეკადრება ეს ჩვენს ღირსებას! კარგად დაიმახსოვრე ეს!

ანრი ბიბინეიშვილი: ეს კესარია, ქალბატონო ქეთი, მთელ თბილისთან მეგობრობს და ხშირი სტუმარია იმ ღამის კლუბების, სადაც მთელი თბილისი დადის! მეც, უბრალოდ მოკვდავი ადამიანი, დავდივარ კლუბში, სადაც ვხვდები და ვიცნობ ადამიანებს. ესეც ისეთივე ნაცნობია ჩემთვის და ნამდვილად არ მესმის, რატომ გაღიზიანდა ერი, როცა ქვეყანას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს?!

ქეთი დოლიძე: შენ რა გინდა ამ ''ტუსოვკებში''? არც ერთი ჩვენი მსახიობი არასდროს ასეთ ''დიშოვკას'' არ ეკარება. არ მომწონს და გაბრაზებული ვარ, ჭკუას მოუხმე! იმედია, ერთი ფოტოს გამო ანრის თეატრში პრობლემები არ შეექმნება...

ქეთი დოლიძისგან მიღებული შეურაცხმყოფელი რეპლიკები შეურაცხმყოფელი კომენტარითვე მოიგერია კესარიამ, რომელიც რეჟისორს შემდეგი ტექსტით ეხმაურება:

"ეს ხცოვანი ქალი რამ გააღიზიანა? ბებიისტოლა ქალს მეტი საქმე არ აქვს ალბათ. პროფესიულად აღარავის აინტერესებს და მე ვისთან რა ფოტოს გადავიღებ ჩემთვის, ვიღაც ქეთინოს რატომ უნდა ვკითხო? ასაკობრივად რომ ვიმსჯელოთ, არაა ნორჩი ბიჭების ინტერესის ობიექტი და კლიმაქსური შემოტევებია. მე მესმის მისი და ვურჩევ პრეპარატს, რომელსაც "კლიმაქტერინი" ჰქვია და დღეში სამჯერ უნდა მიიღოს, მიაწვდინეთ ხმა:)))

პ.ს. არსებობს ფოტო, სადაც მე და ქეთის შვილი, თორნიკე ვართ კადრში ერთად, ამაზე რას იტყვის ქალბატონი ქეთი ნეტაა? იქნებ და უფრო უხერხული პოზააა?", - წერს კესარია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება