ნინა წკრიალაშვილი მეუღლის გარდაცვალებამდე მიღებულ SMS-ს ასაჯაროებს - "ამის შემდეგ 15 წუთში ავარია მოხდა და გარდაიცვალა..."

ნინა წკრიალაშვილი მეუღლის გარდაცვალებამდე მიღებულ SMS-ს ასაჯაროებს - "ამის შემდეგ 15 წუთში ავარია მოხდა და გარდაიცვალა..."

"პალიტრაTV"-ს რეალითი შოუს მასპინძლებმა, განომ და კოტემ სტუმრად მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მოიწვიეს. მომღერალმა პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა და საკუთარი ტრაგიკული სიყვარული გაიხსენა.

მისი მეუღლე, თენგო წივწივაძე გასულ წელს ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა. წყვილმა ერთად რამდენიმე თვე იცხოვრა და მალევე დაშორდა. თენგოს პირველი ქორწინებიდან ოთხი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავდა.

მომღერალმა სატელევიზიო შოუში ის მესიჯი წაიკითხა, რომელიც მეუღლისგან გარდაცვალებამდე 15 წუთით ადრე მიიღო.

"სანამ გარდაიცვლებოდა 1 საათით ადრე მომწერა: "როცა მოვკვდები რასაც იგრძნობ, ისე ცუდად ვარ, რომ არ მნახულობ"... ამის შემდეგ, ავარიამდე 15 წუთით ადრე მომწერა: "მიყვარხარ მთელი ცხოვრება და ცხოვრების მერეც... 15 წუთში ავარია მოხდა და გარდაიცვალა...", - ყვება მომღერალი.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება