ანრი ჯოხაძის შეშლილი ფანები და ქობულეთში სეზონის გრანდიოზული გახსნა

ანრი ჯოხაძის შეშლილი ფანები და ქობულეთში სეზონის გრანდიოზული გახსნა

გუშინ ქობულეთში, როგორც თვითმხილველები ამბობენ, დიდი დღე იყო: ადგილობრივებსა და დამსვენებლებს, იქ მცხოვრებმა კიევის ყოფილმა მერმა - ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქველმოქმედო კონცერტი აჩუქა... კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი მომღერლები: ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში, "თეატრალურის კვარტეტი" და ანსამბლი "სუხიშვილები". მანადე იყო საბავშვო პროგრამაც თავის ზღაპრის პერსონაჟებით...

ქართველი მომღერელბისა და მოცეკვავეების კონცერტი თამუნა მუსერიძესა და გიორგი შანიძეს მიჰყავდათ... საღამო 15-წუთიანი ულამაზესი ფოიერვერკით დაგვირგვინდა, რომელმაც მაყურებელი ძალიან გაახალისა...

"ამბები.გე" თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა:

- დიდი ხანია ასეთი კონცერტი მე არ მინახავს და მით უფრო არ წამიყვანია... ნამდვილი საოცრება იყო. სუხიშვილებმა ხომ "ცეცხლი დაანთეს" სცენაზე და მერე მომღერლების ჯერიც დადგა, მაგრამ ის, რაც ანრი ჯოხაძის სიმღერისას მოხდა, ამისგან თავად ანრიც გაოცებულია. დაინგრა იქაურობა. მაყურებელი მის დანახვაზე გადაირია... ასეთი აღფრთოვანება დიდი ხანია არავის მიმართ არ გამოუხატავთ. მოკლედ, გუშინ გრანდიოზულად გაიხსნა ქობულეთში საზაფზულო სეზონი...

- კონცერტის მონაწილეები რა პრინციპით შეარჩიეს?

- უკრაინეული მხარე ერთ-ერთ ქართულ ივენთკომპანიას დაუკავშირდა, რომელმაც შეაჩია კიდეც გამომსვლელები. ვიმეორებ, ისეთ დროს, როცა ჩვენში არანაირი კონცერტი არ იმართება, მოულოდნელად, ასეთი მაღალი დონის, ხარისხიანი საღამო მართლა შოკი იყო! თან, ყველას საკმაოდ ბერი ნომერი ჰქონდა...

ლალი ფაცია,

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება