ქართველი კომპოზიტორი, რომლის სიმღერამაც "ევროვიზიაზე" მეორე ადგილი აიღო - კომპოზიტორი პატრისია კაასთან შეხვედრას იხსენებს

ქართველი კომპოზიტორი, რომლის სიმღერამაც "ევროვიზიაზე" მეორე ადგილი აიღო - კომპოზიტორი პატრისია კაასთან შეხვედრას იხსენებს

ცნობილი ფრანგი მომღერალი, პატრისია კაასი 31 მაისს თბილისს სტუმრობდა. საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავს პირადად ცოტა ადამიანი თუ შეხვედრია. თინათინ ჯაფარიძე, ქართველი კომპოზიტორი, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს, პატრისიასთან შეხვედრას იხსენებს. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ. თინათინი ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მოღვაწეობს: სელინ დიონი, ბარბარა სტრეიზანდი...

- პატრისიამ და მე მონაწილეობა 2009 წელს "ევროვიზიის" კონკურსზე მოსკოვში მივიღეთ. ჩემმა სიმღერამ, რომელიც ისლანდიის წარმომადგენელმა (იოანა გვუდრუნ იოუნსდოტირი - სიმღერა "ეს სიმართლეა?") შეასრულა, მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, ეს აღიარეს, როგორც ევროვიზიის იტორიაში ნომერ პირველი სიმღერა. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. პატრისია ძალიან იმედგაცრუებული ჩანდა, რადგანაც მისმა სიმღერამ მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა. როდესაც გააცნობიერა, რომ სიმღერა მოწინავე პოზიციაზე ვერ გავიდოდა, კონკურსი მიატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. რასაკვირველია, ბრწყინვალე კომპოზიცია შეასრულა, მაგრამ არ იყო ევროვიზიის სტილის.

- თქვენზე პატრისიამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დიდ პატივს ვცემ. შეუძლებელია, მას პატივს არ სცემდე.

- მას ვარსკვლავური პრეტენზიები აქვს?

- შესაძლოა, სურდა მეგა წარმატება და როდესაც ვერ გაიმარჯვა, შერცხვა. რთულად ურთიერთობს ვინმესთან. პატრისია მუდამ დაცვითაა გარშემორტყმული.

- რას გვეტყვით მსმენელზე?

- იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურსი მოსკოვში ჩატარდა, ეს პატრისიასთვის მომგებიანი იყო; რუსეთში ის ძალიან უყვართ. მოსკოვში საკონცერტო დარბაზები მისი გულშემატკივრებითაა სავსე.

- პატრისიას სილამაზით ყველა მოხიბლულია.

- მას ყოველთვის მივიჩნევდი, როგორც ელეგანტურ ქალბატონს, მაგრამ როდესაც პირადად შევხვდი, გავოცდი, რადგან რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ლამაზი ყოფილა. იმიტომ გამიკვირდა, რომ ხშირად მსახიობები, ვარსკვლავები ფოტოებსა, თუ ტელეეკრანზე უფრო მეტად ლამაზები ჩანან, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში არიან. ის ბრწყინავდა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სამოსითა და სტილით. შემიძლია ვთქვა, რომ პატრისია კაასი 2009 წლის "ევროვიზიის" კონკურსის ყველაზე ელეგანტური პიროვნება იყო.

მომზადებულია georgianews.ge-ს მიხედვით.

იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება