ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებები

ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებები

შეძლებული, სიმპატიური და წარმატებული მამაკაცის გვერდით ცხოვრება, ალბათ, ყველა გოგონას ოცნებაა და ამ მხრივ, არც ქართველი მანდილოსნები არიან გამონაკლისი. ზოგს უმართლებს, ზოგს - არა. Ambebi.ge წარმოგიდგენთ ერთგვარ სარფიან ქორწინებებს, რომელმაც ცნობილი ქალების სიყვარული და ფინანსური უზრუნველყოფა გააერთიანა.

ხათუნა სხირტლაძე, "მის საქართველო 2008"

"მის საქართველოს" ტიტულის მფლობელები ყველაზე სარფიანად თხოვდებიან. მაგრამ არავის გაუმართლა ისე, როგორც ეს 2008 წლის კონკურსის გამარჯვებულის, ხათუნა სხირტლაძის შემთხვევაში მოხდა. ის ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟს, ნიკა ნაყოფიას. ნიკამ და ხათუნამ გაცნობიდან 3 თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გადაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს. წყვილს პატარა ვაჟი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს.

თეონა ჩარკვიანი

სარფიანად გათხოვდა "მის საქართველო 2007"-ის კონკურსანტი თეონა ჩარკვიანი. ის ბიზნესმენ გიორგი კოდუას გაჰყვა ცოლად, ამბობენ, რომ ერთმანეთი ია კიწმარშვილმა გააცნო. გიორგის თეონა თავიდანვე მოეწონა და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მისი გულის მოგება მაინც მოახერხა. შემდეგ კი ქუთაისში ჩავიდა თეონას მშობლებთან და ქალიშვილის ხელი ოფიციალურად სთხოვა. გათხოვების შემდეგ თეონამ მოდელობას თავი დაანება, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. თეონას და გიორგის 4 წლის ქალიშვილი ჰყავს. რომელსაც ბებიის, ლაურა ღაჭავას საპატივცემულოდ შეურჩიეს სახელი და ლულუს ეძახიან. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მათი დაშორების შესახებაც გავრცელდა ხმები, თუმცა ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა.

ლიკა ევგენიძე

დათო ევგენიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე 2012 წელს თემურ ალასანიას ვაჟზე, ნიკა ალასანიაზე გათხოვდა. ნიკამ ლიკას კიევში სთხოვა ცოლობა, დაქორწინდნენ და საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდნენ. გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს, სადაც სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა სტუმრად. ლიკა ევგენიძის ქმარი, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილია. რამდენიმე წლის მანძილზე წყვილი თბილისში ცხოვრობდა, ლიკა რუსთავი 2-ზე "შუადღის" წამყვანი იყო. მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წყვილმა ნიუ-იორკში ცხოვრება აირჩია და ახლა მანჰეტენზე ცხოვრობენ.

ლელა მებურიშვილი

ცნობილი მსახიობი ლელა მებურიშვილი, რამდენიმე თვის წინ ბაჩო საგანელიძეზე გათხოვდა. ბაჩო ბიზნესმენია, განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ძმისშვილია. ლელაც სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა თბილისში, მაგრამ მისი გულის მოგებას მამაკაცები ვერ ახერხებდნენ. ლელამ და ბაჩომ ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს, ბაჩო დიდხანს ცდილობდა მსახიობის გულის მოგებას, ბოლოს ეს შეძლო კიდეც და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს. ახალგაზრდა წყვილი ამჟამად ბავშვს ელოდება.

ნუცა კუხიანიძე

მსახიობი ნუცა კუხიანიძე 8 წლის წინ ჰოლოვუდიდან წამოვიდა და საკუთარი ცხოვრება გუკა რჩეულიშვილს დაუკავშირა. გუკა ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების ვაჟია. ნუცას ამერიკაში კარგი კარიერა ჰქონდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თბილისში დაბრუნება და გუკა რჩეულიშვილთან ერთად კინოსტუდიის გაკეთება ამჯობინა. არ გამორიცხავს, რომ ამერიკაში დარჩენის შემთხვევაში, იქნებ ოსკაროსანიც გამხდარიყო, მაგრამ გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ არ ნანობს. გუკას და ნუცას 8 წლის ქალიშვილი ჰყავთ. თანაცხოვრების მანძილზე არაერთი კრიზისული პერიოდი გადაიტანეს, განსაკუთრებით შარშან, როცა კერვალიშვილების წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ოჯახს ქონების გაყიდვა მოუხდა, მაგრამ წყვილი არ დაშორებულა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება