ნოე სულაბერიძის პირველი კომენტარი მიშა მესხის პროექტიდან წასვლის შემდეგ - რა მოხდა კადრს მიღმა

ნოე სულაბერიძის პირველი კომენტარი მიშა მესხის პროექტიდან წასვლის შემდეგ - რა მოხდა კადრს მიღმა

გუშინ, 19 ივნისს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონზე მოხდა პრეცენდენტი, როცა კონკურსანტმა შოუ შედეგების გამოცხადებამდე დატოვა. ეს მონაწილე, როგორც უკვე ვიცით, მსახიობი მიშა მესხია. მას კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ეს საკითხი გადაცემის დასრულების შემდეგ ბუნდოვანად დარჩა... მთელი დღე ვცდილობდით მიშასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარს არ პასუხობს. Ambebi.ge პროექტის გენერალურ პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.

- ნოე, მიშა მესხი მორიგი ტურის შედეგების გამოცხადებას არ დაელოდა და უკმაყოფილომ შოუ საკუთარი ნებით დატოვა. რას გვეტყვი ამაზე?

- აუტსაიდერებში რომ მოხვდა, რაღაცნაირად იგრძნო, გავარდებოდა, ამაზე აღელდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ამაში როლი აღელვებამ ითამაშა და მაგისიც მესმის... მოგეხსენებათ, ოთხი მონაწილე იყო პროექტში დარჩენილი...

ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, როცა ემოციებს ვერ თოკავ და ეს სწორედ ის შემთხვევა იყო. მერე ამ ამბავს რომ რაიმე გაგრძელება მოჰყოლოდა, ასე არ არის. მიშა ძალიან შეგნებული ადამინია, წლებია, ვიცნობ. ყველაფერი ემოციური ფონის ამბავია, რაც ბუნებრივია.

- ის ხშირად იმეორებდა, - არ მინდა, ყველაფრის თქმა და მივდივარ... როდესაც ინგა გრიგიოლიამ მისგან წასვლის მიზეზის დაკონკრეტება მოითხოვა, კითხვაზე პასუხი არ მოისურვა.

- ანერვიულდა და ხომ ვამბობ, ანერვიულებულზე თქვა და გააკეთა ყველაფერი. არა მგონია, რაიმეზე ნაწყენი იყოს, მაშინ ჩვენთანაც იტყოდა რაღაცას...

- "სიაფანდი" შედეგები, - ასე შეაფასა რეალურად შედეგები, რომლის გამოცხადებასაც კონკურსანტები ელოდებოდნენ. ესეც მგონი, საჩოთიროა, არა?

- ისე, როდესაც ვშრომობ და საქმეს ვაკეთებ, რაღაცები მეც არ მინდა ხოლმე, რომ დავიჯერო... მიშა, ვიმეორებ, ძალიან შეგნებული ადამიანია და ასე მგონია, რომ ესეც აღელვების ფონზე იყო ნათქვამი...

- ამბობენ, ამ ამბავს, კადრს მიღმა გაგძელება მოჰყვაო...

- არა, ნამდვილად, არაფერი მომხდარა...

- მიშა ასევე მრავალმნიშვნელოვნად დაემშვიდობა გოჩა ჩერტკოევს, რომელიც იმ წუთებში ჟიურის შემადგენლობაში აღარ იჯდა. ჩნდება ასევე ეჭვი, ხომ არ დაუპირისპირდნენ კადრს მიღმა ერთმანეთს?

- არაფერი მომხდარა...

- მიშას, როგორც კონკურსანტს, თავად როგორ აფასებ?

- ბევრი იშრომა, მონდომებული იყო... არა უშავს, ამით ხომ არ მთავრდება ყველაფერი? მე მას წარმატებებს სხვა რაღაცებში ვუსურვებ...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ | VIDEO: სკანდალი იმედზე - მიშა მესხმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დემონსტრაციულად დატოვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება