სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები

სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, სად ატარებენ შაბათ-კვირას ცნობილი ქართველები.

ია ფარულავა, მსახიობი:

- ხშირად ახერხებთ შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლას?

- ნამდვილად საჭიროა ქალაქიდან გასვლა. უფრო ხშირად უნდა გავიდეთ ქალაქიდან, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. დღევანდელი ინფრასტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას. არის პატარა-პატარა სასტუმროები და ლამაზი ადგილები, სადაც შეგიძლია მშვიდად დაისვენო. ჩვენ მთელი დღით გავდივართ. მაგალითად გორში გვიყვარს წასვლა, მცხეთაში, შესაძლოა კახეთისკენ ავიღოთ გეზი.

- ზღვისპირა რეგიონს ხშირად სტუმრობთ?

- ზღვა არ მიყვარს, მაგას მთიანი და ტყიანი ადგილები მირჩევნია. მადლობა ღმერთს, ტარიელსაც არ უყვარს ზღვა, ცურვა არ იცის. შესაბამისად, არასდროს ვგეგმავთ ზღვაზე წასვლას.

თაკო ჩხეიძე, მოდელი:

- ძალიან მნიშვნელოვანია შაბათ-კვირას დასვენება. ყოველ კვირას ვერ ვახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, დასვენების დღეები ოჯახთან ერთად გავატარო. ხან აგარაკზე მივდივართ, ხან სხვაგან, ზოგჯერ საერთოდ არ გავდივართ ქალაქგარეთ. პატარები მყავს და სახლში გაჩერება რთულია, ზოგჯერ პარკში მიგვყავს მეგობრებს შვილები. ყოველთვის ერთნაირად არ ვისვენებთ.

- აგარაკი სად გაქვთ?

- კიკეთში მაქვს აგარაკი. მიყვარს ოჯახთან ერთად დასვენება, გუდაურშიც გვაქვს სახლი, სადაც ზამთარში დავდივართ, ვსრიალებთ, ზაფხულობით კი ზღვაზე მივდივარ ოჯახთან ერთად.

ლენუკა ყიფშიძე, მოდელი:

- ლენუკა, სად ატარებს თქვენი ოჯახი დასვენების დღეებს?

- დაგეგმილი არ მაქვს, სად გავატარებ კვირის ბოლოს, მაგრამ ძალიან დაძაბულია გარემო და ვცდილობ ჩემს შვილთან და მეგობრებთან ერთად მოვახერხო ქალაქიდან გასვლა და დასვენება. მათთან ერთად დასვენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხდება ისე, რომ ზოგჯერ ჩემი შვილი მამასთან არის. მე კი ჩემს მეგობრებთან. ეს წელი ძალიან მძიმედ დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ყოველ დილით ბედნიერების განცდით ვიღვიძებ და ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის. უფრო დავაფასე თითოეული დღე და ცხოვრება. ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ყველა დღე განსაკუთრებულად სასიხარულოა ჩვენი ოჯახისთვის.

- აგარაკი გაქვთ?

- მამამ 2 წლის წინ იყიდა ბირთვისში აგარაკი, მაგრამ გასაკეთებელია და ჯერ ვერ შევდივართ. ძალიან ლამაზი ადგილია, სახლი დგას ტყეში, პირდაპირ არის მთა, იქვე არის ალგეთის წყალსაცავი, სადაც როცა ჩადიხარ, კალმახებს წვავენ ადგილზე. მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ დასასვენებლად იმ სახლში შესვლას, მამამ გაკეთება ვერ მოახერხა, ამაზე ძალიან მწყდება გული. მამაჩემს ოცნება რომ აქვს, საკუთარი აგარაკის გაკეთება, სამარცხვინო და სასაცილოა.

სოფო ფაილოძე (ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილის მეუღლე):

- თუ გიორგის თამაში არ აქვს, შაბათ-კვირას ჩვენი ოჯახი ერთად ატარებს. ხან აგარაკზე ავდივართ, ხან ბავშვს ვასეირნებთ. ამოჩემებული ადგილი არ გვაქვს, გააჩნია რა განწყობაზე ვართ. ამის მიხედვით ვისვენებთ მთელი ოჯახი.

- სად გაქვთ აგარაკი?

- გიორგი წარმოშობით არის წინარეხიდან, სადაც აქვს ლამაზი სახლი, ბაღით და ვენახით. ხშირად მივდივართ იქ და თუ გიორგი ძალიან დაღლილი არ არის, ზოგჯერ ვენახის მოვლაშიც ეხმარება ბებიას და ბაბუას.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება