ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

"ორ ვარსკვლავში" მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილს ქორწილი ივენთ-მენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ გადაუხადა.

ეს ყველაფერი კი ასე მოხდა: მას მერე, რაც აღნიშნულ კონკურსში "იმედის" "ქრონიკის" წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა პირველი ადგილი ვერ დაიკავა, გაირკვა, რომ უსაჩუქროდ დარჩა. "იმედის" თანამშრომლები ამით შეწუხდნენ და პოსტ-ფაქტუმ დაიწყეს ზრუნვა და ფიქრი იმაზე, რომ მეორე ადგილზე გასულსაც უნდოდა პრიზი. ეკა ხოფერიამ ამ თემას გადაცემაც კი მიუძღვნა. კოლეგები, პროექტის მონაწილეები და გულშემატკივრები მიიწვია, სადაც გადაწყდა, რომ "ორი ვარსკვლავის" გულშემატკივარს, ივენთ-მენეჯერს, თაკო დოლაბერიძეს სურვილი გაუჩნდა, ლევანისა და მისი მეუღლისთვის, მარიამ ოშხნელისთვის ქორწილი ეჩუქებინა...

ნახეთ:

თაკო:

- ეკა ხოფერიამ რომ დამირეკა და სიტუაცია ამიხსნა, არც დავფიქრებულვარ და გადავწყვიტე, ლევანისთვის ქორწილი მეჩუქებინა. მის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და გულით მინდოდა, რომ დავხმარებოდი... მას მერე, რაც დავპირდი, რომ ქორწილს გადავუხდიდი, მთელი დღეები ვფიქრობდი და ვემზადებოდი, როგორ დამეგეგმა ეს ღონისძიება... საბოლოოდ, როცა მოვიფიქრე, მონახაზი ლევანსა და მარიამს შევთავაზე, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებით არ მიმოქმედია...

- ისე, შენ აღმოჩნდი ერთერთი ადამიანი, რომელსაც მოუხდა ლევანის დასაჩუქრება...

- ალბათ აღმოჩნდებოდნენ სხვებიც, ამის სურვილი გაუჩნდებოდათ ვიღაცებს, რადგანაც ლევანი უყვართ, მაგრამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან სწარაფად მოხდა და მე აღმოვჩნდი უბრალოდ, იმ წუთას იმ ადგილზე... ვიმეორებ, ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ ეს გამეკეთებინა. ამ ყველაფერში მე და ჩემმა სტაფმა - მთელმა რესტორანმა "აკადემიამ" ბევრი ვიმუშავეთ. ასეთი ღონისძიება იქ არც ჩატარებულა. პირველი იყო. მერე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკა ხოფერიას გადაცემამ ჩაიწერა. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი. ყოჩაღ მთელ გუნდს - რეჟისორ გიორგი ფანქველაშვილს, ეკა ხოფერიას, ნინი გოგოლაძეს, ბაია ცანავას, რუსა მორჩილაძეს, მომღერლებს, რომლებიც მოწვეულები იყვნენ იქ, რომლებმაც წყვილს სიმღერები მიუძღვენს. ყველანი ისეთი ლამაზები იყვნენ და კარგები, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი...

- მგონი, ანრი ჯოხაძეს მაისურზე შენი სურათი ჰქონდა გამოსახული...

- კი, ანრიმ გამაგიჟა, მაისურით მოვიდა, რომელსაც მართლაც ჩემი სურათი ჰქონდა აღბეჭდილი. გასაოცარი ადამიანია...

- მადლიერება გამოხატა იმ რომისთვის, რომელიც გასწიე...

- ჰო (სიცილით ამბობს). მოკლედ, ყველაფერმა კარაგად ჩაიარა. ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით: ''დეკორი'', ''ჰორტენზიამ'' ყვავილებით გააფორმა, მომსახურე პერსონალი სპეციალურ მაისურებში იყო გამოწყობილი. მეშინია, არავინ გამომრჩეს.

- საღამო როგორ დაიწყო?

- ის ლელა წურწუმიამ გახსნა. მერე გადაცემა და საღამოც, მეჯვარეებმა და კოლეგებმა - ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ ითავეს. ჰო, იქვე მოხდა ხელისმოწერაც. ქორწილი ტრადიციული არ ყოფილა, თუმცა წყვილმა ცეკვა ქართული მაინც შეასრულა.

- ჯვარი არ დაუწერათ, ხომ?

- არა... მოკლედ, სტუმრებს ჰქონდათ ყველაფერი იმისთვის, რომ ემხიარულათ. ბოლოს ყველაფერი ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება